ჩოგბურთი

1:43 | 17.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ქვაცაბაია და გორგოძე ანტალიაში

ქართველი ჩოგბურთელები სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ძალებს თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში მოსინჯავენ.

მე-3 ნომრად განთესილი ქვაცაბაია პირველ რაუნდში ჩინელ იუენუ ლის ეთამაშება, ხოლო მე-4 რეიტინგის მქონე გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუმინელ მიჰაელა ჯიოკას გაეჯიბრება.

წყვილებში ქართველ გოგონებს პირველი განთესვა გააჩნიათ და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე რუმინელებს – ნეგოიტას და ნიტესკუს დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064484