ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ შრიუსბერის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბრიტანული შეჯიბრის კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ბრიტანელ ელი ციმბილაკისს 6:1, 6:1 სძლია, შემდეგ კი მე-11 რეიტინგის მქონე სამოელ შტეფი კარუტერსსაც აჯობა – 6:2, 6:3.
ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი დანიელ კარენ ბარბატს დაუპირისპირდება, რომელმაც ასევე კვალიფიკაციის გავლა მოახერხა.