კალათბურთი

1:17 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისიანის 11 ქულა ესპანურ ლიგაში

ესპანეთის რანგით მე-4 საკალათბურთო ლიგაში (EBA) მორიგი მატჩი ჩაატარა ვილი ისიანის “გრან კანარიამ”. ქართველი ფორვარდის გუნდი ტენერიფეს “ნაუტიკოს” დაუხვდა და 77:82 დამარცხდა.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 16 წუთში კი 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

18 წლის ისიანმა 3-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“გრან კანარია” EBA-ს B ჯგუფში თამაშობს და 1 მოგებით და 4 მარცხით 14 გუნდს შორის მე-11 ადგილი უკავია. ვილის გუნდი მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს, სტუმრად, მადრიდის “რეალის” მე-2 გუნდთან ჩაატარებს.

0.149906