ფეხბურთი

23:40 | 16.11.2015 | ნანახია 2386 - ჯერ

“ასტონ ვილას” ოსტინის შეძენა სურს

ბირმინგემის “ასტონ ვილა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელის ჩარლი ოსტინის დამატებას შეეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.

ბირმინგემულმა კლუბმა სეზონი საშინლად დაიწყო და 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. “ლომებს” გოლის გატანა ძალიან უჭირთ და მეტოქეთა კარი მხოლოდ 10-ჯერ აქვთ აღებული, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია “სტოკთან” და “ვესტ ბრომვიჩთან” ერთად. ამიტომაც, ბირმინგემელებს 26 წლის ფორვარდის დამატება სურთ, რომელიც 10 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და ქპრ-სთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. გასაკვირი არაა, რომ პრემიერლიგაში დაბრუნება ოსტინსაც სურს.

ჩარლი პრემიერლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. მან 35 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:40 | 17.11.2015
mushni (93569)

ჩარლია სიმონ

01:40 | 17.11.2015
mushni (93569)

მევასება ეს მაგრად--შტუტგარტსაც უნდა რომ იყიდოს
წამო ბუნდესში

0.072055