ფეხბურთი

22:49 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლაშჩიკოვსკი ორ თვეს გამოტოვებს

ფლორენციის “ფიორენტინასა” და პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ტრავმის გამო 2015 წელს ვეღარ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“იების” ექიმები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იაკუბი ორ კვირას გამოტოვებდა, თუმცა სრულფასოვანმა სამედიცინო გამოკვლევამ კუნთის სერიოზული ტრავმა დაადგინა და პოლონელს დაახლოებით ორი თვე მოუწევს უქმობა.

სავარაუდოდ, ბლაშჩიკოვსკი “ვიოლას” ახალი წლის იანვარში დაუბრუნდება.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.12846