ფეხბურთი

19:09 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ამისულაშვილს არ ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული “ქარშიაქას” მცველ ალექსანდრე ამისულაშვილის თბილისის “დინამოში” შესაძლო გადმობარგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული კლუბი არ ადასტურებს.

როგორც worldsport.ge-ს “დინამოს” პრესსამსახურმა განუცხადა, თბილისურ გუნდში ამისულაშვილის ტრანსფერი ამ დროისთვის არ განიხილება.

შეგახსენებთ, დღეს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 33 წლის მცველი ზამთარში საქართველოში დაბრუნება და იანვრიდან “დინამოს” მაისურს მოირგებს.

0.117601