პარიზის ტრაგედია რანგით ევროპის მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” პირველ ტურზე “ჩემპიონთა თასზე” ნაკლებად აისახა. ეს იმიტომ, რომ ფრანგული კლუბებიდან მხოლოდ ორს უწევდა საკუთარ მოედანზე თამაში და აქედან ერთმა მატჩის ჩატარება ტრაგედიამდე მოასწრო. შედეგად, პირველი ტურის 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გადაიდო.
პირველ ჯგუფში კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” ინგლისის “ნიუკასლი” დაძაბულ ბრძოლაში 13:9 დაამარცხა. ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. 54-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ვეტერანი ბურჯი შველიძე, ხოლო ასიეშვილი ისვენებდა. თამაშს 6 ათასი მაყურებელი დაესწრო და შეხვედრის ერთადერთი ლელო მასპინძლებმა მე-14 წუთზე გაიტანეს, ტაიმი კი, 13:3 მოიგეს. შესვენების შემდეგ ინგლისელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და მცირედი სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა აიღეს.
რუსეთის ჩემპიონმა, დავით კაჭარავას “ენისეიმ”, ისტორიულ მატჩში ირლანდიურ “კონახტს” უმასპინძლა და 14:31 დამარცხდა. ციმბირში, -20 გრადუსში, მოყინულ მოედანზე გამართულ თამაშს 2500 მაყურებელი დაესწრო. ირლანდიელებმა შესვენებამდე მხოლოდ 2 ჯარიმა გაიტანეს და 6:0 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი, რუსეთის ჩემპიონი 4-ჯერ დაალელოვეს და პრემიალური ქულაც აიღეს. მეოთხე ლელო მათ 76-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო “ენისეიმ” 2 ლელო 72-ე და ბოლო წუთებზე გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბმა სრულად ითამაშა, 6-ჯერ შეუტია და ჯამში ბურთიანად 22 მეტრი გაიარა. მის ანგარიშზეა 4 პასი, 1 ოფლოუდი და 6 ბოჭვა. ირლანდიელები მასზე ერთხელ დაჯარიმდნენ.
მეორე ჯგუფში, ფრანგულ დერბიში, გიორგი ნაცარაშვილის “პოს” “კასტრისთვის” 14 ნოემბერს უნდა ემასპინძლა და ეს თამაში გადაიდო. მესამე ჯგუფზე უკვე ვწერდით, რომ ჯერ კიდევ 12 ნოემბერს, მიხეილ ნარიაშვილის განსაკუთრებით კარგად თამაშის მიუხედავად, მისი “მონპელიე” ინგლისში “ჰარლექუინსთან” 18:41 დამარცხდა.
მეოთხე ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ უორიორსმა” ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის “ლა როშელი” 19:3 დაამარცხა. ბრეგვაძემ, რომელიც ინგლისურ კლუბში ახალი გადასულია, შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა. ჯაბას “ვუსტერში” დებიუტი ერთი კვირის წინ, ინგლისის პრემიერშიპში ჰქონდა, მაშინ შეცვლაზე 17 წუთი ითამაშა, ახლა კი, ეს დრო თითქმის 10 წუთით გაიზარდა. ქართველმა კვაჭმა ორჯერ შეუტია და ერთი ოფლოუდიც გაახარხა, სამჯერ კი, თავი ბოჭვით გამოიჩინა. ყაულაშვილი “ლა როშელის” სასტარტო შემადგენლობის წევრია და “ჩელენჯ ქაფზე” მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს. სამაგიეროდ, საევროთასო განაცხადშია 23 წლის ბურჯი, რომელიც პირველად მოხვდა გუნდის განაცხადში და შეცვლაზე სადებიუტო 30 წუთი ითამაშა. თამაშს 5 ათასზე ოდნავ მეტი მაყურებელი დაესწრო, მისი პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა, 77-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით კი, “ვუსტერმა” საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მე-5 ჯგუფში თაზო მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” ლონდონში შესუსტებული შემადგენლობით ეწვია “აირიშს” და 10:48 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.
2015/2016 წლების ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი
I ჯგუფი
ბრივი (საფრანგეთი) - ნიუკასლი (ინგლისი) 13:9
ენისეი (რუსეთი) - კონახტი (ირლანდია) 14:31
1. | კონახტი (ირლანდია) | 1 | 1 | 0 | 0 | 31:14 | 5 |
|
2. | ბრივი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 13:9 | 4 |
|
3. | ნიუკასლი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 9:13 | 1 |
|
4. | ენისეი (რუსეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 14:31 | 0 |
მომდევნო ტური. 21-22 ნოემბერი
კონახტი - ბრივი, ნიუკასლი - ენისეი
II ჯგუფი
პო (საფრანგეთი) - კასტრი (საფრანგეთი) (გადაიდო)
ნიუპორტი (უელსი) - სეილ შარქსი (ინგლისი) 30:12
1. | ნიუპორტი (უელსი) | 1 | 1 | 0 | 0 | 30:12 | 5 |
|
2. | კასტრი (საფრანგეთი) | 0 | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 |
|
3. | პო (საფრანგეთი) | 0 | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 |
|
4. | სეილ შარქსი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 12:30 | 0 |
მომდევნო ტური. 21 ნოემბერი
სეილი - პო, კასტრი - ნიუპორტი
III ჯგუფი
ჰარლექუინსი (ინგლისი) - მონპელიე (საფრანგეთი) 41:18
კალვიზანო (იტალია) - კარდიფ ბლუზი (უელსი) 9:50
1. | კარდიფ ბლუზი (უელსი) | 1 | 1 | 0 | 0 | 50:9 | 5 |
|
2. | ჰარლექუინსი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 41:18 | 5 |
|
3. | მონპელიე (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 18:41 | 0 |
|
4. | კალვიზანო (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 9:50 | 0 |
მომდევნო ტური. 19-20 ნოემბერი
კარდიფი - ჰარლეუქინსი, მონპელიე - კალვიზანო
IV ჯგუფი
ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) - ლა როშელი (საფრანგეთი) 19:3
გლოსტერი (ინგლისი) - ძებრე (იტალია) 23:10
1. | ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 19:3 | 4 |
|
2. | გლოსტერი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 23:10 | 4 |
|
3. | ძებრე (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 10:23 | 0 |
|
4. | ლა როშელი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 3:19 | 0 |
მომდევნო ტური. 19-21 ნოემბერი
ლა როშელი - გლოსტერი, ძებრე - ვუსტერი
V ჯგუფი
ედინბურგი (შოტლანდია) - გრენობლი (საფრანგეთი) 28:10
ლონდონ აირიში (ინგლისი) - აჟენი (საფრანგეთი) 48:10
1. | ლონდონ აირიში (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 48:10 | 5 |
|
2. | ედინბურგი (შოტლანდია) | 1 | 1 | 0 | 0 | 28:10 | 4 |
|
3. | გრენობლი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 10:28 | 0 |
|
4. | აჟენი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 10:48 | 0 |
მომდევნო ტური. 20-21 ნოემბერი
აჟენი - ედინბურგი, გრენობლი - ლონდონ აირიში