ცნობილი იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, მიიჩნევს, რომ ანდრეა პირლო სათამაშოდ იტალიაში დაბრუნება. იტალიურ მედიასთან საუბრისას ანჩელოტიმ ვეტერან ფეხბურთელს იმ გუნდში დაბრუნება ურჩია, სადაც ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.
“მასთან ვისაუბრე და ვიცი, ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა. ჩემი აზრით, იგი ნამდვილად დაბრუნდება იტალიაში, ეს კონტესთან შეთანხმებითაც მოხდება. მე ანდრეას ვურჩევდი დაბრუნდეს იქ, სადაც ყველაზე მეტი მოიგო”, - თქვა ანჩელოტიმ.
ბოლო პერიოდში 36 წლის პირლოს ანტონიო კონტე ნაკრებში აღარ ენდობა და მას იტალიაში დაბრუნებისკენ საჯაროდ არაერთხელ მოუწოდა. პირლოს სახელს ყველაზე მეტად მილანის “ინტერთან” აკავშირებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად, არ მემტება ამერიკისთვის
დაბრუნდი,დაბრუნდი არა შენაირი ხალხი დასაკარგი:დ
იუვეში ან საერთოდ არა პირლო არ მიქარო