ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კორპორატიულ ლიგებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. 15 ნოემბრის სათამაშო დღეს, ტრადიციულად ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ოქროს და ვერცხლის ლიგების ცენტრალური დაპირისპირებები მოლოდინისამებრ საინტერესოდ წარიმართა.
ტურის ვერცხლის ლიგის შეხვედრებით დაიწყო. პირველები ერთმანეთის პირისპირ, პირველ ტურში დამარცხებული გუნდები წარსდგნენ. ბანკი რესპუბლიკა ავერსს დაუპირისპირდა და არც თუ იოლ ორთაბრძოლაში, 3-1 დაამარცხა. „ფარმაცევტთა“ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შემდეგ მათმა თამაშმა გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მოულოდნელად დაძაბული გამოდგა თეთრი ქუდისა და ბი პი ჯორჯიას დაპირისპირებაც, რომელიც ასევე მოულოდნელი ანგარიშით 1-1 დასრულდა. ზედიზედ მეორე გამარჯვებები მოიპოვეს ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის და ალიანს ჯორჯიას გუნდებმა. „მედიკოსებმა“ თბილისისის მერიას სძლიეს 5-3, ხოლო „დისტრიბიუტორებმა“ საქრუსენერგო დაამარცხეს დამაჯერებლად 4-1. ტურის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება კი ვითიბი ბანკსა და ბაქსვუდს შორის გაიმართა, რომელიც საბოლოოდ „ბანკირთა“ გამარჯვებით 4-3 დასრულდა.
ისევე როგორც, ტატიშვილისა და ალიანს ჯორჯიას შემთხვევაში, ვითიბიც უდანაკარგოდ განაგრძობს ასპარეზობას და ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში სამ ხელისუფლებიანობაა. ბურთების უკეთესი სხვაობით ვერცხლის ლიგას ალიანს ჯორჯიას გუნდი ლიდერობს.
15.11.2015. ვერცხლის ლიგა. II ტური
ბანკი რესპუბლიკა - ავერსი 3-1
თეთრი ქუდი – BP GEORGIA 1-1
ტატიშვილი - თბილისის მერია 5-3
ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი 4-3
საქრუსენერგო - ალიანს ჯორჯია1-4
ბომბარდირები: ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) – 5, ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი), ავთო ბუიღლიშვილი (ალიანსი), თემურ აბულაშვილი (მერია) - 4
კიდევ უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ოქროს ლიგის მეორე ტური, საიდანაც ორი დაპირისპირება გამორჩეულად საინტერესოდ წარიმართა.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოქმედი ჩემპიონის ნატახტარისა და ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის გუნდების შეხვედრა მოექცა, რომელმაც გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა კიდეც. უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება, მინი ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით 1-1 დასრულდა. ჩემპიონმა გათანაბრება მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა: ბრწყინვალედ ითამაშა ოქროს ლიგის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, კახაბერ გოგოხიამ.
კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა საპატრულო პოლიციის გუნდმა, რომელმაც საქართველოს ბანკს სძლია 2-1 და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.
მეორე ტურის კიდევ ორ შეხვედრაში კი ერთნაირი ანგარიში 4-2 დაფიქსირდა. ვესტ ინვესტმაევროპაბეთს სძლია, ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კრედო დაამარცხა.
15.11.2015. ოქროს ლიგა. II ტური
ნატახტარი – GWP 1-1
ევროპაბეთი - ვესტ ინვესტი 2-4
საქართველოს ბანკი - პატრული 1-2
კრედო - TTC 2-4
ბომბარდირები: თემურ ვაჩნაძე (ვესტ ინვესტი) – 4, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 3
კვირასვე გაიმართა სუპერლიგა A -ს მეორე ტურის გამოტოვებული დაპირისპირება, შსს-სა და ვეტერანებს შორის, რომელიც „ძალოვნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით 5-2 დასრულდა.
15.11.2015. სუპერლიგა A. II ტური
ვეტერანები - შსს 2-5
უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ყოველი სათამაშო დღის გამორჩეული ფეხბურთელების დასახელება. ამჯერად საუკეთესოები ოქროს და ვერცხლის ლიგებში გამოვლინდნენ.
ოქროს ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად, პატრულის ლიდერი გიორგი ფურცელაძე დასახელდა, რომელსაც დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგან, სარეაბილიტაციო პროცედურების ერთ თვიანი ვაუჩერი გადაეცა.
ვერცხლის ლიგაში კი საუკეთო ვითიბის ფეხბურთელი, ნოდარ მაჭავარიანი გახდა, რომელიც ეფლ სითის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური