მსოფლიოს და არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ, მუცლის ღრუს მორიგი ოპერაცია გაიკეთა.
ქირურგიული ჩარევა ამ უქმეებზე ვენესუელას ქალაქ მარაკაიბოში შედგა. 55 წლის არგენტინელმა მსგავსი ოპერაცია 10 წლის წინაც გაიკეთა და მისი მიზანი ზედმეტი წონის მოშორებაა.
ერთ-ერთმა ქირურგმა კარლოს ფელიპე შოუმ განაცხადა, რომ მარადონა გამოჯანმრთელებისკენ მიდის და კარგ ხასიათზეა. მას აღდგენითი პროცესისთვის საავადმყოფოში 12 დღის გატარება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ დიეგო სამკურნალოდ მუდამ ისეთ ქვეყნებს არჩევს, სადაც სოციალისტური მმართველობაა. ადრე ის კუბაში მკურნალობდა.
დონ დიეგო “ნაპოლიში”, “ბარსელონაში”, “სევილიასა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. 1986 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2008-2010 წლებში კი, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"დონ დიეგო “ნაპოლიში”, “ბარსელონაში”, “სევილიასა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. 1986 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2008-2010 წლებში კი, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია."

-----------
ეს განმარტება იმათთვისა ვინც პირველად შემოვიდა ფეხბურთის სტატიაზე ხო?