საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის სეზონს ტირანაში ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. კახა ცხადაძის გუნდი უკვე ხუთი დღეა ალბანეთის დედაქალაქში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთან სათამაშოდ ემზადება. მატჩის წინა ბოლო ვარჯიში ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ „ქემალ სტაფას“ სტადიონზე ჩაატარეს. სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა და მასში 23 ქართველი ფეხბურთელი მონაწილებდა. ტირანაში მყოფი ეროვნული გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან შეხვედრის მოლოდინშია.
„ალბანეთთან მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. ფეხბურთელებთან გვქონდა ხანგრძლივი საუბარი,რადგან მნიშვნელოვანი იყო,რომ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ესტონეთთან წაგება ფეხბურთელებმა მალე უნდა დაივიწყონ, მაგრამ იმ თამაშში დაშვებულ შეცდომებს სერიოზული ანალიზი სჭირდებოდა. ამხანაგური მატჩები ტარდება იმისთვის, რომ გავიგოთ რეალურად ვის რა პოტენციალი აქვს, გარდა ამისა, ახალმა ფეხბურთელებმა ზუსტად უნდა გაიგონ, რას ითხოვს მათგან მწვრთნელი. ესტონეთთან მატჩში დაცვაში ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, საკუთარ საჯარიმოსთან ბევრჯერ შევცდით და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა თამაში ჩვენი ქვეყნის პრესტიჟია და ეს ფეხბურთელებმაც უნდა გაიგონ. ყველა მატჩს სერიოზულად და პრინციპულად უნდა მივუდგეთ. ალბანეთთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ესტონეთთან მატჩში ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელის პოტენციალი დავინახე და დასკვნებიც გამოვიტანე” - ამბობს კახა ცხადაძე.
47 წლის სპეციალისტისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალბანეთთან მატჩი მეათე შეხვედრა იქნება. დღემდე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 13 მატჩი აქვთ ჩატარებული. მათ შორის 8 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 3 ალბანელებმა მოიგეს, 2 მატჩში კი ფრე დაფიქსირდა. ალბანეთში ბოლო ამხანაგური თამაში ჩვენმა გუნდმა 2013 წლის თებერვალში ჩაატარა და ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა. გოლები მათე ვაწაძემ და უჩა ლობჟანიძემ გაიტანეს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ალბანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ალბანეთი ჯგუფში მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებს ჩამორჩა, საგზურისთვის ბრძოლაში კი დანიის, სერბეთისა და სომხეთის ნაკრებებს აჯობა. ამ დროისთვის ალბანეთი ფიფას რეიტინგის 36-ე ნაკრებია. ჯანი დე ბიაზის გუნდმა ბოლო ამხანაგური თამაში 14 ნოემბერს, კოსოვოში ჩაატარა და ფრედ 2:2 ითამაშა.
საქართველო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგურ მატჩამდე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გუნდური თამაშის მნიშვნელობას და მეტოქის შესაძლებლობები შეაფასა - „ ალბანეთი ძალიან სერიოზული გუნდია. კომპაქტური და აგრესიული ნაკრები, არ თამაშობენ აქტიურ პრესინგს, ძირითადად საკუთარ ნახევარზე მოქმედებენ. ბურთის კონტროლიც კარგი აქვთ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, თანამედროვე ფეხბურთი კი ეს არის. დღევანდელ ფეხბურთში ნიჭი არ არის საკმარისი, ეს უკვე ბევრჯერ დამტკიცდა. ინდივიდუალისტი ფეხბურთელები კარგია, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ სწორად სირბილი და გუნდური თამაში. მთელი მსოფლიო სხვანაირად ფიქრობს თანამედროვე ფეხბურთზე და მაინცდამაინც ჩვენ ვფიქრობთ ასე. ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ იგებს, ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. ფეხბურთს 11-11-ზე თამაშობენ“ - განაცხადა კახა ცხადაძემ.
ალბანეთისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი „ქემალ სტაფას“ სტადიონზე, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მატჩის ტელე-რეპორტაჟი ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ იგეგმება.
სფფ-ის პრესსამსახური , ტირანა, ალბანეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
luka2014 მოედანი არა მაგრამ არც ერთი ტრიბუნა არაა დაანგრიეს ყველაფერი ახლის აშენების იმედით, ყოველ წელს ტენდერი ტარდება კაცი შვილი არაფელს აკეთებს ჯერ ჯერობით
არ გაზარდოთ გუნდების რაოდენობა არა!!!
არც სინდის არც ნამუსი,ან ცოლი არ გყავთ,ან დედა ან მამა ან შვილი ,სულ არავისი არ გრცხვენიათ,ფუჰჰ
ლიჟბი რაც შეიძლება მეტი ფული მოტეხონ, მეტი არაფერი!
დომხალიკრატია
აშკარად სიგარეტის მწეველი ხარ
მარტო ადგილებზე წამოსკუპება არაა მტავარი საკმეც უნდა ააკეთოთ ბლ,ია.დ ასეთი ნელი ტემპებით რავიცი აბაა
ფულის მანქანებითაა გაძეძგილი ფედერაცია :@ ეს და რეზი არველაძე მეზიზღება ჭირივით !
_ ამას გვყავს ფინანსური სპონსორი ანაგის სახით და ყველა საბუთი ნორმაშია :@
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ხო მარა ფოთს მოედანი აქვს?
მე როგორც ვიცი მარტო ფოთი და ქობულეთი გადავიდა და მემგონი ფოთს მოედანი არ აქვს.
ააქვს ფოთს ..
აბა დაანგრიესო თუ რაგაც?