ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა, რომელმაც კარიერა ამსტერდამის “აიაქსში” დაიწყო, მშობლიური კლუბი დატოვა.
მოცემული მომენტისთვის 60 წლის სპეციალისტი ჰოლანდიური გრანდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და კლუბში კოლოსალური ავტორიტეტით და გავლენით სარგებლობდა. ის “აიაქსის” აკადემიაში ჯერ კიდევ 1957 წელს მივიდა.
“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელობა მხარს არ უჭერდა “აიაქსის”განვითარების ჩემეულ ხედვას. მე მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს რიგითი წევრი ვიყავი და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ კლუბი საიმედო ხელში იყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ მსურს, რომ ჩემი არსებობა კლუბზე ზეწოლას ახდენდეს და ვისურვებ, რომ ის ჩემს გარეშეც განვითარდეს” - გადმოგვცემს კრუიფის სიტყვებს De Telegraaf-ი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ექიმებმა კრუიფს ფილტვების ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს.