ფეხბურთი

12:08 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაულმა კარიერა დაასრულა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა, პროფესიონალურ კარიერაში თავისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა.

38 წლის ფეხბურთელმა “ნიუ-იორკ კოსმოსის” შემადგენლობაში, ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის პლეი ოფის ფინალში “ოტავა ფიურის” წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარა. ესპანელის გუნდმა 3:2 მოიგო.

რაული ამერიკულ კლუბში 2014 წელს გადავიდა. მანამდე ის “ალ-სადში”, გელზენკირხენის “შალკესა” და მადრიდის “რეალში” თამაშობდა. “სამეფო კლუბის” ლეგენდარულმა მოთამაშემ ესპანურ გრანდთან ერთად 6-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამ კლუბის თილისმად ითვლებოდა, მაგრამ 2010 წელს გუნდიდან გაუშვეს და ორი სეზონი ბუნდესლიგის “შალკეში” გაატარა, ხოლო 2012 წლიდან ყატარს მიაშურა და იქაც ორი სეზონი დარჩა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 102 მატჩში რაულმა 44 გოლი გაიტანა.

“მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ამას ვეღარ მოვახერხებ, მსურს, რომ ფეხბურთით ტკბობა გავაგრძელო. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. უმთავრესი იმ უამრავი ადამიანის სიყვარულია, რომელსაც ყველგან ვგრძნობდი, სადაც კი მითამაშია. რაც შეეხება მომავალს, “რეალი” ჩემი სახლია, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ” - თქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას რაულმა.

თეგებირაული
0.111384