ფეხბურთი

11:49 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - უელსი 5:0 (VIDEO)

1994 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უელსის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები თემურ ქეცბაიამ (2), გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ გაიტანეს.

საქართველო: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე (კაპიტანი), შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (ინალიშვილი), გოგრიჭიანი, ქეცბაია (ყაველაშვილი), ქინქლაძე, შ. არველაძე.

უელსი: საუთჰოლი, ნელსონი (საიმონსი), ბოუენი, მელვილი, კოულმენი, ფილიპსი, ჰორნი, საუნდერსი, რაში, ჰიუზი, სპიდი.

საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090158