ფეხბურთი

2:20 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთი ევროპის ჩემპიონატზეა

უნგრეთის ნაკრებმა ოსლოში მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ, ნორვეგია ფლეი-ოფის საპასუხო მატჩშიც დაამარცხა ბუდაპეშტში და 21-ე ნაკრები გახდა, რომელმაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მასპინძელებმა პირველი ნახევარი პრისკინის ძალიან ლამაზი გოლით მოიგეს და ამით მიზნისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს, ხოლო შეხვედრის ბოლო ათ წუთში სკანდინავიელთა ფორვარდი ჰენრიკსენი აქტიურობდა, რომელმაც ჯერ 83-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა და თავის ნაკრებს წარმატების ყველანაირი იმედი მოუსპო, თუმცა 87-ე წუთზე საკუთარი შეცდომა გამოასწორა და კირალს პრესტიჟის გოლი გაუტანა, რომელიც რაღა თქმა უნდა აღარაფერს წყვეტდა – 2:1.

უნგრელები დიდ საფეხბურთო ტურნირზე 1986 წლის (მექსიკის მუნდიალის) შემდეგ პირველად ითამაშებენ, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ბოლოს 1972 წელს იყვნენ გასულნი.

უნგრეთი – ნორვეგია 2:1 (1:0) – ორი მატჩის ჯამში 3:1

ბუდაპეშტი, “გრუპამა არენა”

მაყურებელი: 26186

უნგრეთი (4-1-4-1): კირალი, ლანგი, გუზმიცსი, ფიოლა, კადარი, ელეკი (პინტერი 46), კლეინჰეისლერი (ნემეტი 75), ნაგი, ჯუჩაკი, ლოვრენცისი, პრისკინი (ბოდე 62).
მწვრთნელი: ბ.შტორკი

ნორვეგია (4-1-4-1): ნილანდი, ფორენი, ჰოვლანდი, ელაბდელაუი, ალისამი, ტეტი, იოჰანსენი, ოდეგაარდი (ჰელენდი 46), სკელბრედი (ბერგეტი 80), ელიუნუსი (პედერსენი 46), ჰენრიკსენი.
მწვრთნელი: პ.ჰოგმო

გოლები: 1:0 პრისკინი (14), 2:0;2:1 ჰენრიკსენი (83 ს.კ. 87)
გაფრთხილებები: ნაგი, ბოდე – იოჰანსენი, ფორენი
მსაჯი: ველასკო კარბალიო

მატჩის ვიდეომიმოხილვა

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109765