ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო ო’რლანდომ” იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში “ვანოლი კრემონას” უმასპინძლა და 65:69 დამარცხდა. თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 21:11 მოიგეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 9 წუთი გაატარა და 8 ქულა მოაგროვა. მეტრეველმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
ნიკას კლუბს 3 მოგებით და 4 მარცხით მე-11 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს ტურინში “მანიტალთან” გამართავს.