კალათბურთი

1:22 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა გამარჯვებაში 9-ქულიანი წვლილი დაიდო

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში სტუმრად “ტორკუ კონიასპორს” 91:76 სძლია და ლიდერთა შორის დამკვიდრდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 14:10 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 3-ვე ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ისიც ვთქვათ, რომ ქართველი მცველი პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანზე აღარ გამოჩენილა.

სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა უწია. ესენი ბიელიცა (16), ვილბეკინი (15), რედინგი (14), ერდენი (14) და პრელძიჩი (10) არიან.

“დარუშაფაკა” 4 მოგებით და 2 მარცხით მე-2 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს შინ, თანაქალაქელი “გალათასარაის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.138822