კალათბურთი

23:56 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 13 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდის მე-8 ტურში მე-7 მარცხი განიცადა. ამჯერად, შინ, “პენას უესკასთან” – 72:76.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:46 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ბექამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

“ლეიმა ბასკეტი” სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, სტუმრად, ასევე აუტსაიდერ “პრატ ხუვენტუდთან” ჩაატარებს.

0.110931