ჩოგბურთი

20:44 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ნიშიკორი გაანადგურა

წლის შემაჯამებელი ტურნირის სასტარტო მატჩში მსოფლიო ნომერ პირველმა ჩოგბუთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იაპონელი კეი ნიშიკორი 6:1, 6:1 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. ნიშიკორის მთელი თამაშის განმავლობაში არაფერი გამოსდიოდა, ნოლეს კი პირიქით ყველა საჩოგბურთო ილეთს დიდებულად ასრულებდა.

ჯოკოვიჩმა 6 ეისი ჩააწოდა, 5 ბრეიკი შეასრულა და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ტურნირის მეორე შეხვედრა ამავე ჯგუფში თბილისის დროით დღეს ღამის 24:00 საათზე გაიმართება, ერთმანეთს ფედერერი და ბერდიხი დაუპირისპირდებიან.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე 8 ჩოგბურთელი შემდეგნაირად დაჯგუფდა.

ა ჯგუფში: ჯოკოვიჩი, ბედიხი, ფედერერი და ნიშიკორი

ბ ჯგუფი: მარეი, ფერერი, ნადალი, ვავრინკა

0.116727