ალბანეთის ნაკრებს საქართველოსთან 16 ნოემბრის ამხანაგურ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი დააკლდება: ნახევარმცველები, ელსეიდ ჰისაი და ლედიან მემუშაი. მათ კოსოვოსთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) ითამაშეს, მაგრამ მწვრთნელს ნაკრებიდან გათავისუფლება სთხოვეს.
საქმე ისაა, რომ მემუშაი იტალიის “პესკარაშია” და მნიშვნელოვანი მატჩი ელის სერია ბ-ში, ხოლო ჰისაიზე “ნაპოლის” სამწვრთნელო შტაბს უთხოვია, ეგებ, დროზე გაათავისუფლოთო, რაზეც ალბანელთა იტალიელმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ თანხმობა განაცხადა – ჰისაის შესაძლებლობები ისედაც ვიციო.
შეგახსენებთ, ალბანეთი-საქართველო ხვალ ტირანას “ქემალ სტაფაზე” 22:00 საათზე დაიწყება.