საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტური გასაგებ მიზეზთა გამო, რიცხვნაკლული გამოდგა. პარიზულ ტერაქტამდე მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, რომელთა შორის გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკის” და “მონაკოს” დაპირისპირებაც გახლდათ.
გრაველინელებმა 72:57 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი სტივენ გრეი იყო, რომელმაც 35 წუთში 27 ქულა ჩააგდო, “გრაველინ-დიუნკერკმა” კი 6 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და მე-3 ადგილზე იმყოფება.