ფეხბურთი

17:00 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელი გულშემატკივრების სოლიდარობა ფრანგებს

როგორც DailyMail-ი იუწყება, ინგლისის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები საფრანგეთთან გასამართი ამხანაგური მატჩის დაწყებამდე საფრანგეთის ჰიმნს შეასრულებენ.

შეხვედრა “უემბლიზე” 17 ნოემბერს შედგება, გულშემატკივრებს “მარსელიეზას” ტექსტი დაურიგდებათ, ერთად შეასრულებენ ჰიმნს და ამ ჟესტით ფრანგ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ. ლონდონის სტადიონის შესასვლელის ხედი უკვე წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებშია გამოწყობილი.

პარიზში განვითარებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა სიაში ლასანა დიარას ნათესავიც მოხვდა. ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ ბატაკლანის თეატრიდან მისი და გაიქცა.

მიუხედავად პარიზში განვითარებული მოვლენებისა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ “უემბლიზე” ამხანაგური მატჩის ჩატარებას მხარი მაინც დაუჭირა. ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მომავალი შეხვედრა იქნება განსაკუთრებული შემთხვევა თუ როგორ ერთიანდება ფეხბურთი ასეთი უბედურებების წინააღმდეგ

“დარწმუნებული ვარ, ინგლისის გუნდი და ჩვენი გულშემატკივრები ფრანგი ხალხს, თავის მეგობრებს და თანაგუნდელებს სოლიდარობას აჩვენებენ. მძიმე ჟამს მათ გვერდში უნდა დავუდგეთ.” – განაცხადა როიმ.

საფრანგეთის და გერმანიის მატჩის მსვლელობისას “სტად დე ფრანსის” შემოსასვლელში თვითმკვლელი ტერორისტი ბომბებით სტადიონზე შესვლას ცდილობდა, დაცვამ კი იგი შეაკავა. ტერორისტმა სტადიონის შიგნით შესვლა ვერ შეძლო, თუმცა თავი გარეთ აიფეთქა. “უემბლიზე” გასამართი მატჩისთვის კი უკვე დაცვაა მობილიზებული და პერიმეტრზე მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

თეგები“უემბლი”
0.140582