ფუკუოკაში მიმდინარე კიუშიუ ბაშოს შუალედური მე-8 დღე (ნაკაბი) წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. თავდაპირველად, მარცხი თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) განიცადა, შემდეგ კი, ლევან გორგაძემაც (ტოჩინოშინი) წაიფორხილა.
ეს უკანასკნელი აღმოსავლეთის იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეთი დამარცხდა. ქართველ გოლიათს, რომელიც ნოემბრის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში ირჯება, 3 გამარჯვების წილ მე-5 მარცხი მოუგროვდა, თუმცა, ისიცაა, რომ დარჩენლ დღეებში შედარებით სუსტ მეტოქეებთან ჭიდილი მოუწევს.
ლევანის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის კომუსუბი იოშიკაძე იქნება, რომელსაც ზურგს 5 მოგება უმაგრებს. იაპონელი სეკიტორი ტოჩინოშინის დარად, სეკივაკეს წოდების მოსაპოვებლად იბრძვის, ამდენად, მომავალ შერკინებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ისიც ვთქვათ, რომ ურთიერთშეხვედრებში გორგაძე მეტოქეს 12:4-ს უგებს.
5 მოგების წილ მე-3 მარცხი შეემთხვა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულის მქონე გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკაიასუსთან უვატენაგეთი წააგო. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ერთადერთი მარცხი აქვს, ისევე, როგორც იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, ოძეკებს – კისენოსატოს და კოტოშოგიკუს და რიგით მაეგაშირა შოჰოძანს, ლიდერი კი იოკოძუნა ჰაკუჰოა 8 გამარჯვებით.
კიუშიუ ბაშოს მე-9 დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ასასეკირიუ დადგება, რომელსაც 6 ბრძოლა აქვს წაგებული. მონღოლი სუმოისტი ქართველს ურთიერთშეხვედრებში მინიმალურად სჯაბნის – 3:2.
ნოემბრის ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 0:59-დან, ტოჩინოშინის – 9:54-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტეხავს...
ისე ფეხში რა მაგრად შევიდა ეს ჩემისა..
ტოჩიმ რაიმე ახალი თუ არ მოიფიქრა და ილეთების მრავალფეროვნებას თუ არ მიმართა , თავისი ძალისმიერი მოქმედებით გაშიფრულია უკვე!
ხვალ უსიკვდილოდ უნდა მოუგოს ჰოდორს
იმედია ტერუც ივაჟკაცებს მიოგირიუსთან და ნაადრევად გაუფორმებს მაკეს...
წესით მოტივაციის ნაკლებობა არ უნდა ჰქონდეს.
კაია რო მიოგირიუსაც წაუგია...
ტოჩიოძანს კუკურა მიუბეგვია...
ღიპუცამ ვისთან წააგო ეს როგორ მოახერხა
ეეეეჰ
ქვემოთ შეკითხვა დავუსვი ბიჭებს და მგონი შენ უკეთ გეცოდინება.
წესით ტოჩი უნდა გახდეს, კაჩიკოშიზე სუმოისტს უეჭველი ეკუთვნის წინსვლა თუ ეს შესაძლებელია ტექნიკურად, ანუ თუ იქ რაიმე ნორმატივის შეუსრულებლობასთან არ გვაქვს საქმე ან ისეთ სიტუაციასაც რაც ტოჩის ქონდა წინაზე, ანუ როცა ყველა ადგილი დაკავებული იყო
ანუ მოდი ასე ვიტყვი თუ ორივე სეკივაკე გათავისუფლდება და ტოჩის ექნება 8-7 და იოჟიკას 10 ან 11, მაშინ სავარაუდოდ იოჟიკა გახდება აღმ. სეკივაკე და ტოჩი დასავლეთი... მაგრამ თუ მხოლოდ ერთი სეკივაკე ჩამოვარდება მაშინ ტოჩი იქნება მაინც დას. სეკივაკე და იოჟიკა აღმ. კომოსუბი
მადლობა ძმა. იმედია, გაგვახარებს ტოჩი!
წესით ტოჩი უნდა გახდეს იოშიკა აღმოსავლეთის კომუსუბი მარა რას გაიგებ.
კი მასეა
დაიდო ვიდეოstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=-cbpVBOieX4')>0?' https://www.youtube.com/watch?v=-cbpVBOieX4':' https://www.youtube.com/watch?v=-cbpVBOieX4'))
აუ, რა საჭირო დროს წააგო ტოჩიმ! ახლა კაჩი-კოშზე გასვლა ძალიან რთული იქნება და უნდა მოინდომოს მაქსიმალურად. არადა, სიტუაცია ისეთია რომ დადებითი თუ გააკეთა, სეკივაკეობის დიდი შანსი ექნება რადგან მიოგირიუს უკვე არცერთი წაგების უფლება აღარ აქვს და ტოჩიოძანსაც დიდი ბრძოლა მოუწევს ტიტულის შესანარჩუნებლად. ნუ, გაგას კაჩი-კოში გუშინაც ვთქვი რომ პრაქტიკულად გარანტირებული აქვს
იმედია შემოსძახებს თავის თავს და აღარ წააგებს.
რა მაინტერესებს ძმა: ვთქვათ მიოგირიუმ უარყოფითი დადო და იოჟიკამ 10:5 და ტოჩიმ 8:7, ამ შემთხვევაში რომელი გახდება სეკივაკე?
ტოჩი გახდება
რატო ძმა? აღმოსავლეთის კომუსუბი როა იმიტომ?
ჰო, სავარაუდოდ მაგიტომ, თუმცა ისიცაა რომ ტოჩიმ პირადი შეხვედრა იოჟიკასთან წააგო და თანაც სუმოს კომისიამ შესაძლოა იაპონელს დაუჭიროს მხარი
იმედია შემოსძახებს თავის თავს და აღარ წააგებს.
ცუდია რო ვერ აჯობა ტოჩიმ იოშიკას, ბოლომდე მოგვიწევს მის გამო ნერვიულობა
აუ წააგო? ცუდია ძალიან
stripslashes((strlen('https://www.ustream.tv/combined-embed/19191759?wmode=direct&social=0&videos=gallery&videosCount=4&autoplay=true')>0?'https://www.ustream.tv/combined-embed/19191759?wmode=direct&social=0&videos=gallery&videosCount=4&autoplay=true':'https://www.ustream.tv/combined-embed/19191759?wmode=direct&social=0&videos=gallery&videosCount=4&autoplay=true'))
მადლობა ლინკისთვის!
ესეც ჩვენი იოჟიკა
გაგას გარდა, ყველგან მარჯვენა მხარე იგებს
მიდი ტოჩI შენც გამონაკლისად უნდა გამოეყო აქ
გაგა მიუახლოვდა კაჩი-კოშს
მოიგო გაგაამ
აი დადგა ტოჩისთვის გადამწყვეტი ეტაპი როდესაც უნდა დაიწყოს მოგებები. დღეს იოჟიკას უეჭველი უნდა მოუგოს, რადგან ე.წ. 6 ქულიანი ბრძოლაა (საფეხბურთო ენაზე თუ ვიტყვით). ზოგადად კი მთავარია კაჩი-კოშზე გავიდეს და თითქმის 90 პროცენტით სეკივაკე გახდება რადგან მიოგირიუ ცუდ დღეშია და გამოძრომა გაუჭირდება. გაგას რაც შეეხება, წესით უნდა გავიდეს დადებითზე, თვითონ თუ არ გაუჩალიჩა თავის თავს
ტოჩიმ თავისით თუ არ წააგო 7-ვე დარჩენილის მოგებას ველი მე, იოშიკასთანაც და სხვებთანაც.
ტოჩიმ თავისით თუ არ წააგო 7-ვე დარჩენილის მოგებას ველი მე, იოშიკასთანაც და სხვებთანაც.
ძაან მაინტერესებს ქართველ სუმოისტებს - კოკაის, გაგამარუს, ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში დღევანდელ იოკიძუნებთან რა შედეგები აქვთ? მაინტერესებს კიდევ რა შედეგები ქონდათ ევროპელ სუმოისტებთან ესტონელთან და ბულგარელთან?
stripslashes((strlen('http://sumodb.sumogames.de/Rikishi_opp.aspx?r=1187')>0?'http://sumodb.sumogames.de/Rikishi_opp.aspx?r=1187':'http://sumodb.sumogames.de/Rikishi_opp.aspx?r=1187'))
0?'>http://sumodb.sumogames.de/Rikishi_opp.aspx?r=6599':'>http://sumodb.sumogames.de/Rikishi_opp.aspx?r=6599'))
0?'>http://sumodb.sumogames.de/Rikishi_opp.aspx?r=6572':'>http://sumodb.sumogames.de/Rikishi_opp.aspx?r=6572'))
ამა ერქვა ჯერ კიდევ ჰარუმაფუჯის როცა კოკაი ხვდებოდა და კი ქონია 4-2 დადებითი მასთან ;დ
1.იოჟიკა-ს უნდა მოუგოს 12-4 აქცვს ბალანსი და ზედიზედ ბოლო 4 ბრძოლა მოუგო.
2. ჰოდორი ტოჩის ბულკია. პირველი წაგების შემდეგ სულ უგებს.
3. ფარაონი აპასნია ძალიან მაგრამ მეორედ ზედიზედ ვერ უნდა მოგვიგოს.
4. ოკინოუმი მაგრად კი ბრძოლობს მაგრამ საეთო ჯამში მოგება არ აქვს ამ ბაშოზე და რაღა ტოჩის გაამწარებს...
5.ტოინოშიმა ყველაზე აოასნი მოწინააღმდეგე მგონია... გამოცდილია და უხერხული მეტოქეა ტოშისთვის.
6.მელა ამინიშიკი უნდა დაამარცხოს პრობკემის გარეშე... ბოვში ხო აღარაა მელამ რომ მოატყუოს..
7.იკიოიც ცოტა აპასნია, მაგრამ ტოჩის ვერ უნდა დაუდგეს....
მე ლიჩნად 5-2 რომ დასვას დანარჩენი ბრძოლები მაგარი კმაყოფილი ვიქნები.
ჰოდორთან პირველი კი არა მგონი მე4 ბრძოლა წააგო, ან მე-3...
პირველი ორი ბრძოლა მათ შორის ჯურიოში გაიმართა და ტოჩიმ ზედიზედ ორჯერ მოუგო, ჯერ ბოლო ტურში გაუთანაბრდა და მერე პლეიოფშიც გააგორა...
ტოჩი რო გადმოვიდა მაკუუჩიში მერე წააგო ის ერტი ბრძოლა, ოღონდ არ მახსოვს გადმოსვლისთანავე წააგო თუ იმის მომდევნოზე
ჰიდორთან 7-1 აქვს. პირველი ორი ჯურიუში მოუგო 15 ბოლო ტურში და კონტრა. პირველი წაგება კი აქ წააგო როცა ჰოდორი სეკივაკე იყო.. მის შემდეგ კი სულ უგებს.
ეხლა გადავამოწმე... მე მახსოვდა რომ ის წაგებული ბრძოლა ჯურიოში იყო.
დარჩენილი 7 ბრძოლიდან -
5-2ც გვაწყობს
6-1 ძალიან კარგი შედეგი იქნება
7-0 ბრწყინვალე ასპარეზობა შეგვიძლია ვუწოდოთ.
თავიდანვე ვწერდი ტოჩიზე რო არის პროგრამა მინიმუმი (კაჩიკოში), პროგრამა მაქსიმუმი (ორნიშნა კაჩიკოში, რაც მეტი მით უკეთესი), და ე.წ. საშუალო პროგრამა, ანუ "გეგმა"
გეგმის მიხედვით უნდა წაეგო იმათთან ვისთანაც თითქმის სულ აგებს (3-ვე იოკოძუნა და 3 ოძეკი - ტერუ კისე და ღიპუცა) და მოეგო ყველა დანარჩენი, ამ შემთხვევაში გადის 9-6-ზე...
ჯერჯერობით ამ ჩემს დაწერილ "გეგმას" ასრულებს +1_იანი გადაჭარბებით, რაშიც ტერუს ტრავმა წაეხმარა...
ასე რომ თუ დარჩენილებში 6-1-ს იზამს, მაგით იმ +1-ს "გაარასხოდებს" და გეგმას შეასრულებს... თუმცა ცხადია 7-0-ის დიდი იმედი მაქვს
რა რთული კალენდარი მოუწია ტოჩის სულ იოკუძუნებს და ოძეკებს დაეჯახა საწყის ტურებშიი
ეგ კომოსუბის სტანდარტული კალენდარია ძმა... აი თუ სეკივაკეზე გადასვლას მოახერხებს, მერე თითქმის პირიქით იქნება
ეგ სულ ეგრე იქნება აწი სანამ სანიაკუში იქნება, და იმედია რო იქნება
)