რაგბი

11:25 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლომიძის ლელო ტერაქტამდე...

მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრებიდან კლუბებს მიბრუნებული საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები შედეგიან თამაშს განაგრძობენ და ტოპ 14-ში მამუკა გორგოძის ერთი და თამაზ მჭედლიძის დუბლის შემდეგ, გატანილი ლელოთი თავი პრო დ2-ის “ბეზიეს” ლეგიონერმა ლაშა ლომიძემ გამოიჩინა.

მე-9 ტურის თამაშების უმეტესობა საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებამდე გაიმართა, თორემ 13 ნოემბრის შუაღამის შემდეგ აბა ბურთაობისთვის ვიღას ეცალა და “მონ-დე-მარსანისა” და ელიზბარ ყუფარაძის “დაქსის” შეხვედრა ამის გამო გადაიდო.

ლაშა ლომიძის “ბეზიე” მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მე-9 ტურში “კარკასონს” მასპინძლობდა და მეტოქე 54:15 გაანადგურა. ახალგაზრდა ქართველი მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა. მისმა გუნდმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით, 13:12 მოიგო, თამაშის განახლებიდან 2 წუთში კი, ლაშამ მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა და ანგარიში 20:12 გახდა. სანამ ლომიძეს შეცვლიდნენ, “ბეზიემ” კიდევ ორი ლელო მიითვალა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. ამ მოგებამ და პრემიალური ქულის აღებამ, “ბეზიე” მე-4 ადგილზე გაიყვანა.

პრემიალური ქულით მოიგო ლიდერმა, ზაზა ნავროზაშვილის “ლიონმა”, რომელმაც ამჯერად გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსს” სტუმრად 60:8 აჯობა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ზაქაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. ამ დროს მის გუნდს მხოლოდ 2 ლელო ჰქონდა გაშვებული და 3:20 აგებდა, მაგრამ მერე კიდევ 6 ლელო მიიღო.

მხოლოდ პრემიალური ქულა შეხვდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკს”, რომელიც სტუმრად “ბურგუენთან” 22:25 დამარცხდა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო და ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო - მეორეხაზელი დათუნაშვილი 66-ე, ხოლო ხატიაშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, პირველი ტაიმის მიწურულს, ქართველი ბურჯი მეტოქის ბურჯთან ერთად გაასინბინეს. აღსანიშნავია, მატჩის ბედი 78-ე წუთზე მასპინძელთა არეკნმა გადაწყვიტა.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის “ტარბმა”, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” 18:16 დაამარცხა. სტუმართა ქართველები განაცხადში არც ამჯერად იყვნენ, ხოლო მასპინძელთა შორის კობერიძემ 63-ე და ნემსაძემ 68-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშეს. “ტარბი” საათის თავზე 18:9 იგებდა, 67-ე წუთზე ლელო გაუშვა და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ დარჩენილ დროში თავი კარგად დაიცვა.

ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონი” რუმინეთის პასპორტის მქონე, ოთარ ტურაშვილის “კოლომიეს” სტუმრად 28:28 დაუზავდა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტურაშვილი შესვენებისას, ხოლო ფეიქრიშვილის მე-60 წუთზე შეცვალეს. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, წინ ხან ერთი გუნდი გადიოდა, ხან მეორე, ბოლოს კი, “ბეიონმა” მე-80 წუთზე გატანილი ჯარიმით საყაიმო ანგარიში დააფიქსირა.

ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონი” “ბიარიცთან” სტუმრად 20:25 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალური ქულა აიღო. რატიანიძე თამაშში 28-ე წუთიდან ჩაერთო და 36-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. ზოგადად, თამაში უხეში გამოდგა. რეფერიმ 33-ე წუთზე ორივე გუნდის თითო მორაგბე წითლით გააძევა, ხოლო სტუმართა გუნდიდან, რატიანიძის გარდა 59-ე წუთზე კიდევ ერთ მორაგბეს უჩვენა ყვითელი ბარათი. შედეგად, ორჯერ 13-კაცის ამარა მოთამაშე გუნდისთვის პრემიალური ქულის აღება დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია “მონტობანს” და 9:20 დამარცხდა. პრო დ2-ის მომდევნო ტურის თამაშები 26, 27 და 29 ნოემბერს გაიმართება.

2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. IX ტური

12 ნოემბერი

ბურგუენი - ორიაკი 25:22

13 ნოემბერი

ბიარიცი - ნარბონი 25:20

ბეზიე - კარკასონი 54:15

ექს-ან-პროვანსი - ლიონი 8:60

კოლომიე - ბეიონი 28:28

მონტობანი - ალბი 20:9

ტარბი - პერპინიანი 18:16

15 ნოემბერი

მონ-დე-მარსანი - დაქსი (გადაიდო)

გუნდები +/-

1.

ლიონი

9

8

0

1

317:138

37

5

2.

ორიაკი

9

6

0

3

282:201

29

5

3.

ბეიონი

9

6

1

2

244:216

28

2

4.

ბეზიე

9

6

0

3

255:186

26

2

5.

პერპინიანი

9

5

0

4

199:158

23

3

6.

მონტობანი

9

5

0

4

177:198

22

2

7.

ალბი

9

5

0

4

171:177

22

2

8.

კოლომიე

9

4

1

4

191:198

20

2

9.

ნარბონი

9

4

0

5

188:191

19

3

10.

ტარბი

9

4

0

5

164:213

17

1

11.

მონ-დე-მარსანი

8

3

0

5

174:154

16

4

12.

ბურგუენი

9

3

0

6

167:188

16

4

13.

კარკასონი

9

3

0

6

150:274

13

1

14.

დაქსი

8

3

0

5

165:207

13

1

15.

ექს-ან-პროვანსი

9

3

0

6

159:258

13

1

16.

ბიარიცი

9

2

0

7

159:205

10

2

X ტური. 26-29 ნოემბერი

დაქსი - ბიარიცი, ალბი - ლიონი, ორიაკი - ექს-ან-პროვანსი, ნარბონი - ტარბი, კარკასონი - მონტობანი, ბეიონი - ბეზიე, ბურგუენი - მონ-დე-მარსანი, პერპინიანი - კოლომიე

0.118723