ფეხბურთი

21:14 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიას ვან დეიკი და ბაზოერი გამოაკლდა

როგორც ჰოლანდიის ფეხბურტის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ნაკრებს ტრავმების გამო ორი მოთამაშე, ვირჯილ ვან დეიკი და რიჩედლი ბაზოერი გამოაკლდა.

სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ბაზოერს მუხლის ქვედა მყესის დაზიანება დაუდგინდა, ხოლო ვან დეიკს მუხლი აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებენ ჰოლანდიელი მოთამაშეები, თუმცა უახლოეს ამხანაგურ მატჩს გამოტოვებენ.

ჰოლანდიის ნაკრები 17 ნოემბერს ჰანოვერში გერმანიას დაუპირისპირდება.

0.127977