თბილისის “არმიამ” მიღებული შანსები მაქსიმალურად გამოიყენა და საქართველოს ჩემპიონატის IX ტურის პირველ ტურში ბოლნისის “ყოჩებისგან” ორის წილ სამი ლელო გაუშვა, მაგრამ სეზონის მეორე გამარჯვება მაინც იზეიმა - 27:20.
შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია ქარმა, რაც დამრტყმელებს ფეხით თამაშს ურთულებდა, თუმცა, ბუნებრივ პირობებს თბილისელებმა უკეთ აუღეს ალღო. გარდა ამისა, არმიელთა შერკინება აშკარად მძლავრობდა, ბოლნისელები თითქმის ყველა ჯერზე ჯარიმდებოდნენ და შედეგი ამანაც განაპირობა. თავის მხრივ, შეცდომები დაუშვეს “ყოჩების” მოთამაშეებმა ყველაფერ ამის კვალობაზე შედეგიც ლოგიკური დადგა.
მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნის შანსი “ყოჩების” მგეზავ თემურ სოხაძეს ჰქონდა, მაგრამ ქარმა მას 30 მეტრიდან მიზანის გასწორებაში ხელი შეუშალა. ორიოდე წუთში რეფერიმ მოედნის ცენტრში თამაში შეაჩერა და ბაჩანა გოგიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო კიდევ ორ წუთში ნიკა ჩხიკვაძე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ამან ბოლნისელების თამაში არია, “არმიამ” შერკინებაში უპირატესობა გამოიყენა და მე-12 წუთზე ბექა ურჯუკაშვილმა ჯარიმიდან ანგარიში გახსნა. ამას ბოლნისელებმა კარგი შეტევით უპასუხეს, ახლა მათ მიღეს ჯარიმის შესრულების უფლება და სოხაძემ წონასწორობა აღადგინა.
სათამაშო უპირატესობას “ყოჩები” დაეუფლა და თითქოს ანგარიში მათ უნდა გაეხსნათ, მაგრამ პირიქით მოხდა. 27-ე წუთზე გიორგი აფციაურმა ცენტრში დანიშნული ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ამას მცველები მოუმზადებლები შეხვდნენ და არმიელთა მგეზავმა ლელომდე 50 მეტრი ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და თამაში არეულად განახლდა, ამით გიორგი ხარშილაძემ ისარგებლა, რომელმაც ბურთს ფეხი ორჯერ გაკრა, მას ლელოში დაეუფლა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით “ყოჩები” დააწინაურა - 10:8. ტაიმი თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლნისელებმა ლელოდან 7-8 მეტრში შეცდომები დაუშვეს და გიორგი სულუაშვილმა მიძალება ლელოთი დაასრულა, ხოლო ურჯუკაშვილმა გარდასახვით საკუთარი გუნდი შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.
შეხვედრის განახლების შემდეგ ურჯუკაშვილმა ჯარიმა დაახლოებით 52 მეტრიდან გაიტანა. ამის შემდეგ “არმიამ” დაცვაში დაიხია, “ყოჩები” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დაცვის ბოლო ზღუდეს ვერაფერს უხერხებდა. თბილისელებმა სამჯერ გადალახეს ცენტრალური ხაზი, სამჯერვე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ურჯუკაშვილმა ორი მათგანი გამოიყენა - 24:10 და მატჩის დასრულებამდე 10 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა.
“ყოჩები” მეტოქის 22-ში დასახლდა, მაგრამ ბოლო 5 მეტრის გავლას ვერ ახერხებდა. ეს 77-ე წუთზე ალექსი ხუციშვილმა შეძლო, მაგრამ ლელოს არაზუსტი გარდასახვა მოყვა და ცხადი შეიქმნა, გამარჯვება ვის დარჩებოდა. მით უმეტეს, რომ მატჩის განახლებისთანავე ურჯუკაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა. ბოლნისელები არ დანებდნენ, ჯარიმის გათამაშების შემდეგ ლელოში ფლანგიდან ლევან გოგოლაშვილი შევიდა და “ყოჩები” 20:27 დამარცხდა, რითაც ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური
14 ნოემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - არმია (თბილისი) 20:27 (10:15)
ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. ნიჟარაძე, 13. ხარშილაძე, 12. ცერცვაძე, 11. ხუციშვილი, 10. სოხაძე, 9. კაჭარავა; 1. გოგიშვილი, 2. ჯაშიტაშვილი, 3. შენგელია, 4. არჩუაშვილი, 5. ურუშაძე, 6. გაჩეჩილაძე, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. სვანიძე, 17. ცუცქირიძე, 18. ხოსიტაშვილი, 19. გრძელიშვილი, 20. კიკვიძე, 21. გუგეშაშვილი, 22. გარუჩავა, 23. გეგენავა.
3 ლელო: ხარშილაძე, ხუციშვილი, გოგოლაშვილი
1 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე
1 სინბინი: გოგიშვილი
არმია: 15. ჯინაშვილი, 14. ძნელაძე, 13. ჩხიკვაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. სამხარაძე, 10. აფციაური, 9. როხვაძე; 1. ქორიძე, 2. მეკოკიშვილი, 3. დონაძე, 4. ქარუხნიშვილი, 5. სურგულაძე, 6. გოგლიძე, 7. დაუშვილი, 8. სულუაშვილი.
სათადარიგოები: 16. ოქრომელიძე, 17. ყირიმლიშვილი, 18. ფსუტური, 19, ნიშნიანიძე, 20. ნიბლაძე, 21. მახარაშვილი, 22. ჯუმუხაძე, 23. გაბუნია.
2 ლელო: აფციაური, სულუაშვილი
1 გარდასახვა: ურჯუკაშვილი
5 ჯარიმა: ურჯუკაშვილი
ჯიქი | 8 | 6 | 0 | 2 | 146:82 | 28 | 4 |
ბათუმი | 8 | 6 | 0 | 2 | 147:118 | 27 | 3 |
აია | 8 | 5 | 1 | 2 | 143:118 | 24 | 2 |
ლელო-სარასენსი | 8 | 5 | 1 | 2 | 145:123 | 23 | 1 |
ლოკომოტივი | 8 | 5 | 0 | 3 | 147:131 | 23 | 3 |
ყოჩები | 8 | 4 | 0 | 4 | 143:130 | 20 | 4 |
აკადემია | 8 | 3 | 0 | 5 | 84:116 | 15 | 3 |
არმია | 9 | 2 | 1 | 6 | 171:211 | 14 | 4 |
ხარები | 8 | 2 | 0 | 6 | 87:147 | 10 | 2 |
არმაზი | 7 | 0 | 1 | 6 | 107:151 | 6 | 4 |
15 ნოემბერი
ბათუმი. გონიო. 13:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ჯიქი (გორი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)
რუსთავი. ახალი. 15:00 საათი
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)