ფეხბურთი

22:04 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” პერესით დაინტერესდა

როგორც fichajes.net-ი იუწყება, ლონდონის “არსენალს” “ნიუკასლის” ესპანელი თავდამსხმელის აიოსე პერესის გადაბირება სურს.

“კაჭკაჭებმა” ფეხბურთელი “ტენერიფედან” 2014 წელს 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს, ახლა კი პერესის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანელის შეძენის სურვილი “მეთოფეების” გარდა “მანჩესტერ იუნაიტედს” და “ტოტენჰემს” აქვთ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პერესმა 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114324