ფეხბურთი

15:21 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფრანგეთს თანადგომას უცხადებს

საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 150 ადამიანს აჭარბებს, დაშავებულთა რაოდენობა კი რამდენიმე ათეულს აღწევს. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ტრაგედიის მონაწილე თითოეულ ადამიანს, მთელ საფრანგეთს და ცივილიზებულ სამყაროს თანადგომას უცხადებს.

„13 ნოემბრის პარიზის ტრაგედია სამყაროს წინააღმდეგ მიმართული საზარელი აქტია. ეს არ იყო შეტევა მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქზე, ამ მოვლენამ შეძრა მთელი მსოფლიო. გვჯერა, რომ სლოგანი - ფეხბურთი აერთიანებს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობიანი, სოლიდარული და გაერთიანებული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. საფრანგეთის მოქალაქეებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე და ქალაქში იმყოფებოდნენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი სამძიმარი“ - ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტი.

სფფ-ის პრესსამსახური

0.133493