ფეხბურთი

14:54 | 14.11.2015 | ნანახია 1332 - ჯერ

საქართველო და ალბანეთი I ტაიმში დაზავდნენ

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე ალბანეთის ნაკრებთან პირველი ტაიმის შემდეგ ვერ იგებს - 0:0.

მატჩი სახიფათო მომენტებით ვერ გამოირჩევა, ეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენს ნაკრებს, ისე სტუმრებს დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭრიდებათ, რადგან საწყის ტურში ორივეს წაგებული აქვს.

ვასილ მაისურაძის შეგირდებს წინ კიდევ 45 წუთი აქვთ სიტუაციის შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად...

საქართველი (19წ): გოშაძე, ნადარაია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, არაბიძე, გოშთელიანი

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ალბანეთი (19წ): სელმანი, კრასნიქი, ჰუმოლი, ტოლი, დოკსანი, ლალაი, გრიპში, ლიკოლარი, დელიუ, ზენუნი, ჰებაი

მწვრთნელი: არიან ბელაი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:20 | 14.11.2015
maxo_65 (5844)

მომეწონა ბიჭების მონდომება, ყოჩაღ... არაბიძე მართლა მაგარი ბიჭია..

16:06 | 14.11.2015
ilia_juventus (2091)

გოშთელიანი რა შუაშია ვაფშე კომახიძემ რა გააკეთა

15:58 | 14.11.2015
alfadhirhaiti (7530)

მთელი თამაში არაფერი უკეთებია, მაგრამ ზუსტად შეარჩია გოლის დროს პოზიცია გოშთელიანმა...

15:52 | 14.11.2015
XoMsKi (1815)

კომახიძემ შეაგდო : ) მისი გოლი იყო ეს, რეები გააკეთა მარცხენათი : ))) საღოლ : )

0.112292