ფეხბურთი

11:08 | 14.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

პარიზული ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთი ტერორისტული თავდასხმის ობიექტი გახდა. პარასკევს გვიან ღამით, საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩის (2:0) დროს, პარიზის სხვადასხვა უბანში, მათ შორის Stade de France-ს სიახლოვეს, ტერორისტული აქტები განხორციელდა (VIDEO), რომელსაც ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველი აფეთქების ხმა სტადიონის სიახლოვეს მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე გაისმა და გულშემატკივრები, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებოდა, ამას ხმაურით შეხვდნენ. კიდევ ორი აფეთქება განახორციელეს თვითმკვლელმა ტერორისტებმა სტადიონის შემოგარენში შესვენების დროს. ფეხბურთელებმა მომხდარის შესახებ თამაშის დასრულების შემდეგ შეიტყვეს.

სტადიონთან განხორციელებული აფეთქებების პარალელურად, ტეტორისტები ვოლტერის ბულვარში სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში, სადაც იმ დროს ამერიკული როკ ჯგუფის Eagles of Death Metal-ის კონცერტი მიმდინარეობდა. სროლის შედეგად დარბაზში 15-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით მაყურებელი კი მძევლად აიყვანეს, რომელთა გათავისუფლება ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის დროით 01:00 საათზე განხორციელებული შტურმის შედეგად მოახერხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც საფრანგეთი-გერმანიის მატჩს ესწრებოდა და სტადიონიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, ქვეყნის პრემიერმინისტრთან და სამართალდამცავებთან შეხვედრის შემდეგ შუაღამისას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შესახებ გააკეთა განცხადება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:37 | 02.10.2016
soldierGFF (101)

Statia sworia irlandia moldovas chvenkide cardifshi uelss...fre maincgvinda turamis ambiciagvaq

19:58 | 02.10.2016
araza-1918 (6330)

3 დღე დუბლინამდე ზირითადში არ არიამ ანანიძე ოქრიაშვილი ყაზაიშვილი მჭედლიძე

14:12 | 02.10.2016
LA.paata (757)

კი თითო ტაიმს გვეთამაშება ჩვენ და ირლანდიას და მერე ერთ ტაიმს მესამეს ორივეს ერთად...)))

13:59 | 02.10.2016
#lasha# (972)

Any Moldovas daerxa )))

13:57 | 02.10.2016
LA.paata (757)

შეასწორეთ სტატია....6-ში ირლადიას ვეთამაშებით და 9-ში უელსს და არა მოლდოვას....

13:54 | 02.10.2016
LA.paata (757)

მოლდოვა რა ორთავა ვეშაპია, რომ ირლანდიას და ჩვენ ერთად გვეთამაშოს? შეასწორეთ ირლანდია მართალია მოლდოვას ეთამაშება მარა ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ უელსს ვეთამაშებით...

0.153819