თურქმა ფორვარდმა ჰედო თურქოღლუმ მოთამაშის კარიერა დაასრულა და მუშაობას თურქეთის კალათბურთის ფედერაციაში გააგრძელებს.
36 წლის თურქოღლუს ნბა-ში 997 მატჩი მოუგროვდა, მისი საშუალო მონაგარი კი 11.1 ქულა, 4.0 მოხსნა და 2.8 პასი გახლავთ.
ცნობისთვის, ჰედომ პროფესიული კარიერა 19 წლის წინ “ეფეს პილსენში” დაიწყო, შემდეგ კი, “საკრამენტოს”, “სან ანტონიოს”, “ორლანდოს”, “ტორონტოს”, “ფინიქსის” და “კლიპერსის” ღირსებაც დაუცავს.