როგორც გერმანული BILD-ი იუწყება, კატალონიის “ბარსელონა” ჩერნოგორიული გუნდის “გრბალის” 16 წლის მეკარეს ლაზარ კარევიჩს აკვირდება. ახალგაზრდა მოთამაშემ ესპანური გრანდის საწვრთნელ ბაზაზე სინჯებიც კი გაიარა.
ჩერნოგორიელი მეკარის გადაბირებით მიუნხენის “ბაიერნიცაა” დაინტერესებული. ლაზარმა გერმანულ გუნდში ტესტირება უკვე გაიარა.
მიმდინარე სეზონში კარევიჩმა “გრბალის” რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაუშვა, 2 შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვალ მოახერხა.