დევიდ ნახიდმა, რომლის განაცხადიც ფიფამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში არ დაარეგისტრირა, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მის კანდიდატურას მხარი ხუთმა საფეხბურთო ასოციაციამ დაუჭირა, მაგრამ ფიფა იტყობინება, ერთ-ერთმა მათგანმა, ვირჯინიის კუნძულებმა მხარდაჭერა ერთბაშად ორ კანდიდატს გამოუცხადაო და მისი არჩევანი სათვალავში არ მიიღო.
ახლა ამ საქმეს სასამართლო განიხილავს და მისი გადაწყვეტილება ორ კვირაში გახდება ცნობილი. ხუთშაბათს ფიფამ კიდევ ერთი კანდიდატურა უარყო - ლიბერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მუსა ბილითის. ფიფას საარჩევნო კომისიამ ამ კანდიდატურის უარყოფის მიზეზების გამოქვეყნება საჭიროდ არ ჩათვალა.