რაგბი

19:18 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

წრის ბოლო ტური ტელევიზიით

საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის პირველი წრე კვირას დასრულდება. მე-9 ტურის მთავარი სიახლე ისაა, რომ რეგულარული გათამაშების თამაში პირველად გაშუქდება საზოგადოებრივი მაუწყებლით.

მანამდე, შაბათს, 14 ნოემბერს, ტურის ერთადერთი შეხვედრაა დანიშნული და წესით “შევარდენს” მაყურებელი არ უნდა მოაკლდეს. ბოლნისის “ყოჩები” თბილისის “არმიას” ეთამაშება გასულ ტურში დაკარგულის ანაზღაურებას ეცდება. ბოლნისელებს 4-მატჩიანი მოგებათა სერია დიდ დიღომში ხუთამდე უნდა გაეზარდათ, მაგრამ 15-ქულიანი უპირატესობა დასკვნით 10 წუთში გაანიავეს, სამი ლელო გაუშვეს და “ლელო-სარასენსთან” 24:28 დამარცხდნენ. მნიშვნელოვნად სახეცვლილი “არმია” ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის, მაგრამ აქამდე მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, ოთხ შემთხვევაში კი, პრემიალურ ქულას დასჯერდა. გასულ ტურში არმიელებმა “ბათუმს” ტაიმი მოუგეს, თუმცა საბოლოოდ 15:36 დამარცხდნენ.

ქართული დერბი “ლოკოტივსა” და “ლელო-სარასენსს” შორის კვირას, 15 ნოემბერს ერთი საათით ადრე, 14 საათზე დაიწყება. ეს ის შეხვედრაა, რომლის ხილვაც გულშემატკივარს საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეეძლება. ადრე რეგულარული გათამაშების რამდენიმე თამაში სხვადასხვა ტელევიზიამ შემოგვთავაზა, მაგრამ აქამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ ფინალი და პლეი ოფის ერთეული მატჩი გასულა. ამ სეზონში იგეგმება, რომ ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟები შედგეს და ეს ქართული რაგბის განვითარებას უცილობლად წაადგება.

დასაწყისი წესით კარგი უნდა გამოვიდეს, რადგან “ლოკომოტივისა” და “ლელო-სარასენსის” დაპირისპირება ბოლო წლებში ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალური ჯახია. შეგახსენებთ, რომ შარშან ჩემპიონის ტიტული სწორედ ამ გუნდებმა გაითამაშეს და “ლელო-სარასენსმა” მეტოქის 30:21 ძლევით ზედიზედ მესამედ შეინარჩუნა მთავარი ჯილდო. ამჟამად გუნდები 23-23 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ და ეს თამაშს დამატებით სტიმულს მატებს. უკვე ვთქვით, რომ გასულ ტურში “ლელო-სარასენსმა” გამარჯვებისკენ სწრაფვის საოცარი მაგალითი გვაჩვენა, ხოლო “ლოკომოტივმა” “აკადემიას” მინიმალური სხვაობით სძლია (10:9).

ტურის კიდევ ერთი ცენტრალური შეხვედრა გონიოში, 15 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ლიდერები ეთამაშებიან. მეორეადგილოსანი “ბათუმი” გორის “ჯიქს” მასპინძლობს და შეეცდება მას ლიდერის პოზიცია დაათმობინოს. გუნდების ანგარიშზე 6-6 მოგება და ორ-ორი მარცხია, მაგრამ მომავალ თამაშს განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან. ზღვისპირელებს ერთგვარი ჩავარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰქონდათ და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს გონიოში “ლელო-სარასენსს” სძლიეს (18:17), ხოლო ერთი კვირის წინ “არმიასთან” პრემიალური ქულაც აიღეს (36:15).

“ჯიქს” 6-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და ის ოქტომბრის მიწურულს ქუთაისში შეწყვიტა (8:11 “აიასთან), ხოლო ერთი კვირის წინ რუსთავის “ხარებს” ვერ აჯობა (5:6) და სიტუაცია გაირთულა. ეს შედეგები გორელთა ჩავარდნაზე მეტყველებს და შეძლებენ თუ ვერა ისინიც ორი მატჩის შემდეგ სიტუაციის სათავისოდ შემობრუნებას, კვირას გამოჩნდება. ცნობისათვის, ბათუმელებმა გონიოში წელს ჩატარებული სამი თამაშიდან ორი მოიგეს და ერთში დამარცხდნენ, გუნდებს შორის სხვაობა კი, მოცემული მომენტისთვის მხოლოდ 1 ქულაა. ეს გუნდები ჩემპიონატში ყველაზე ცოტა ლელოს უშვებენ. “ბათუმმა” 8 თამაშში მხოლოდ 4 ლელო გაუშვა, თავად კი 12 გაიტანა და ქულები უმეტესად ჯარიმებით აგროვა. “ჯიქმა” 5 ლელო გაუშვა, თუმცა შეტევაში ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი და მის ანგარიშზე 18 ლელოა. ცნობისათვის, მის შემდეგ ყველაზე მეტი, 13 ლელო “ლელო-სარასენსმა” გაიტანა.

15 საათზე იწყება შეხვედრები ქუთაისსა და რუსთავშიც. “აია” ქუთაისში თბილისის “აკადემიას” მასპინძლობს და ყველა წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ თუ მეორე ადგილზე ვერ აღზევდა, ლიდერებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე მაინც დაიყვანოს. ქუთაისელებმა საკუთარ ქალაქში მიმდინარე სეზონში ჩატარებული 4 თამაშიდან სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და რა თქმა უნდა ახლაც ფავორიტია. გასულ ტურში “აიამ” თბილისში “არმაზს” დაძაბულ ბრძოლაში 24:18 აჯობა. საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე თბილისელები დაწინაურდნენ, მაგრამ ტორაძე ასეთ მსვლელობას არ დაეთანხმა და ლამაზი ინდივიდუალური ლელოთი საკუთარი გუნდი ლიდერებში დატოვა. “აკადემია” ლელოსთან მეორე ტაიმში, ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მერე ჯარიმა თავადაც გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა (9:10).

რუსთავში აუტსაიდერების ჯახია. “ხარებმა” ზედიზედ ექვსი მარცხი მარცხის შემდეგ თავისი თამაში იპოვა და მიყოლებით “არმიას” (15:11) და “ჯიქს” (6:5) სძლია. ახლა ის კარგ ხასიათზეა და სერიის გაგრძელებას “არმაზთან” ეცდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში გამარჯვება ჯერ არ უზეიმია და უშუალო კონკურენტს სამკვდრო-სასიცოხლოდ შეერკინება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური

14 ნოემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - არმია (თბილისი)

15 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

ბათუმი. გონიო. 14:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ჯიქი (გორი)

ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი

აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)

რუსთავი. ახალი. 15:00 საათი

ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)

8/11

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

8

6

0

2

2

2

0

146:082

+64

18/05

28

2

ბათუმი ბათუმი

8

6

0

2

1

2

0

147:111

+36

12/04

27

3

აია ქუთაისი

8

5

1

2

1

1

0

143:118

+25

09/07

24

4

ლელო სარასენს თბილისი

8

5

1

2

0

1

0

145:123

+22

13/10

23

5

ლოკომოტივი თბილისი

8

5

0

3

0

3

0

147:131

+16

12/08

23

6

ყოჩები ბოლნისი

7

4

0

3

1

2

0

123:103

+20

10/08

19

7

აკადემია თბილისი

8

3

0

5

0

3

0

084:116

-32

03/09

15

8

ხარები რუსთავი ^

8

2

0

6

0

2

0

087:147

-60

06/17

10

9

არმია თბილისი

8

1

1

6

0

4

0

144:191

-47

09/19

10

10

არმაზი თბილისი

7

0

1

6

0

4

0

107:151

-44

09/14

6

თეგებიდიდი 10
0.184749