ესპანეთის პრიმერადივიზონის ბინადარმა “ვილიარეალმა” მთავარ მწვრთნელ მარსელინიო გარსია ტორალს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა. ამის შესახებ “ყვითელი სუმბარინას” ვებგვერდი იუწყება.
50 წლის ესპანელ სპეციალისტ კლუბთან ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ახალ კონტაქტს კი იგი კლუბის პრეზიდენტთან, ფერნანდო როიგთან ერთად 16 ნოემბერს გააფორმებს.
მარსელინიო “ვილიარეალს” 2013 წლის იანვრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს. მიმდინარე სეზონში კი მისი გუნდი ლა ლიგაში მეხუთე ადგილზეა 11 ტურში დაგროვილი 20 ქულით.