ფეხბურთი

17:12 | 13.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ტაბიძის დებიუტი “გენტის” მთავარ გუნდში

ბელგიის ჩემპიონ “გენტის” მთავარ გუნდში ქართველი მცველის ჯიმი ტაბიძის დებიუტი შედგა. 19 წლის ქართველ უკანახაზელს ჰეინ ვანჰაეზბრუკი “დეინცესთან” (0:1) ამხანაგურ მატჩში ენდო და იგი მოედანზე 46-ე წუთზე შეუშვა.

მოგეხსენებათ, ტაბიძე “გენტს” გასულ ზაფხულს თბილისის “საბურთალოდან” შეუერთდა, თუმცა აქამდე ძირითად გუნდში არ უთამაშია. სამაგიეროდ, ახალგაზრდული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იმედისმომცემი ქართველი სისტემატურად ხვდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062855
სარეკლამო ადგილი - 99
X x X