ჩოგბურთი

15:13 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა: “კვიტოვა ძალიან აგრესიული ჩოგბურთელია”

რუსეთის ნაკრების წევრმა მარია შარაპოვამ ჩეხეთის ნაკრების ლიერ პეტრა კვიტოვას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “უიმბლდონის” 2-გზის ჩემპიონი ძალიან აგრესიულ და ძალისმიერ ჩოგბურთს თამაშობს.

“კვიტოვა ძალიან აგრესიული ჩოგბურთელია. მას მძლავრი დარტყმები აქვს. როცა პეტრას დარტყმები მისდის ნებისმიერ ჩოგბურთელს შეუძლია მოუგოს. რთული დაპირისპირება მელოდება” – განაცხადა შარაპოვამ.

შეგახსენებთ, რომ “ფედერაციის თასის” ფინალში ჩეხეთი პრაღაში რუსეთს დაუპირისპირდება. ფინალი 14-15 ნოემბერს გაიმართება.

0.116031