საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩს ტირანაში ჩაატარებს.
კახა ცხადაძის გუნდი ესტონეთის ნაკრებთან წაგებული ამხანაგური შეხვედრის (0:3) შემდეგ ტალინიდან ტირანაში ჩარტერული რეისით ჩავიდა.
ალბანეთისა და საქართველოს საერთაშორისო ამხანაგური თამაში 16 ნოემბერს გაიმართება.