კალათბურთი

12:08 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მეათე შეხვედრა მოიგო, კარის 46 ქულა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 3 შეხვედრა გაიმართა.

“მინესოტა” შინ “გოლდენ სტეიტთან” 116:129 დამარცხდა. “ოქროს შტატელებმა” სასტარტო ათივე შეხვედრა მოიგეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მატჩში გადამწყვეტი პირველი პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც ოკლენდელებმა 40:27 იმარჯვეს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერის როლში იყვნენ. მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელმაც გუნდს 46 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი შესძინა. კარიმ 13-დან 8 სამქულიანი, 12-დან 7 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. “მინესოტაში” 19 ქულით ენდრიუ უიგინსი გამოირჩა. “გოლდენ სტეიტი” 10-დან ათი მოგებით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობას. “ოქროს შტატელები” მეთერთმეტე შეხვედრას 15 ნოემბერს შინ “ბრუკლინის” წინააღმდეგ გამართავენ.

“ფინიქსმა” საკუთარ დარბაზში “კლიპერსი” 118:104 დაამარცხა. ფინიქსელებმა პირველი სამი პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს, ხოლო ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა. საოცარი მატჩი გამოუვიდა ზაზა ფაჩულიას ყოფილ თანაგუნდელ ბრენდან ნაითს, რომელმაც ლოს ანჯელესელებს 37 ქულა ჩაუგდო. “კლიპერსში” ყველაზე მეტი 18 ქულა ჯამალ კროუფორდმა ჩააგდო. კრის პოლი გუნდს საზარდულის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

“მაიამი ჰიტი” – “იუტა ჯაზი” 92:91 (28:22, 18:23, 20:21, 26:25)

“მაიამი”: ბოში (25 ქ. 8 მ.), ჯონსონი (17 ქ.), დრაგიჩი (14 ქ.), ვაითსაიდი (9 ქ. 14 მ. 5 ბ.), რიჩარდსონი (8 ქ.), დენგი (6 ქ.), მაკრობერტსი (4 ქ.), უდრიხი (2 ქ.)

“იუტა”: ფეივორსი (25 ქ. 12 მ.), ჰეივორდი (24 ქ.), ბარკსი (24 ქ.), ჰუდი (10 ქ.), ბარკი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=ecWrECN5PwI

“მინესოტა” – “გოლდენ სტეიტი” 116:129 (27:40, 36:35, 24:22, 29:32)

“მინესოტა”: უიგინსი (19 ქ.), თაუნსი (17 ქ. 11 მ.), მუჰამადი (16 ქ.), მარტინი (15 ქ.), ლავინი (13 ქ.), მილერი (11 ქ.), დიენგი (11 ქ.), ბიელიცა (8 ქ.), პრინსი (6 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (46 ქ. 5 მ. 4 პ.), გრინი (23 ქ. 12 პ. 8 მ.), ტომპსონი (15 ქ.), ბარნსი (14 ქ.), ეზელი (10 ქ.), ლივინგსტონი (8 ქ.), კლარკი (6 ქ.), ბოგუტი (4 ქ.), იგუადალა (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=pmk8VcaaRV0

“ფინიქსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 118:104 (30:25, 28:24, 35:24, 25:31)

“ფინიქსი”: ნაითი (37 ქ.), ბლედსოუ (26 ქ. 10 მ.), უორენი (18 ქ.), ტაკერი (7 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ.), მორისი (5 ქ.), ჩენდლერი (5 ქ.), ლენი (2 ქ.), ვიმსი (2 ქ.)

“კლიპერსი”:კროუფორდი (18 ქ.), ჯონსონი (14 ქ.), სტივენსონი (11 ქ.), გრიფინი (11 ქ.), ჯორდანი (11 ქ.), რივერსი (11 ქ.), მბაჰ ა მუტე (9 ქ.), პრიჯიონი (6 ქ.), სმიტი (6 ქ.), პირსი (5 ქ.)

თეგებინბა
0.104404