ფეხბურთი

3:31 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთი საფრანგეთს მიუახლოვდა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა ოსლოში გაიმართა, სადაც ნორვეგიის ნაკრებმა უნგრეთი მიიღო, მინიმალური სხვაობით დამარცხდა და საფრანგეთში გასამართ კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის შანსი ძალიან შეიმცირა.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და პერ სკელბრედს მე-4 წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ გაბორ კირალმა ურთულესი დარტყმის კუთხურზე მოგერიება მოახერხა, რომელსაც ასევე ხიფათი მოჰყვა. ჰოვლანმა თავური დარტყმით ზემოდან გადააცილა კარს. სტუმრებმა პირველი მომენტი მე-9 წუთზე შექმნეს, ლაჟკო კლეინჰეისლერის დარტყმა ორან ნილანდმა უკუაგდო. სამაგიეროდ, უნგრეთის ნაკრების მე-15 ნომერმა მეორე შანსი გამოიყენა და 26-ე წუთზე ლამაზი გოლით სამშობლოს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. დრო საკმარისზე მეტი გახლდათ დარჩენილი და ნორვეგიელებს გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სკანდინავიელებს დამაგვირვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ. მათ წონასწორობის აღდგენა გაშვებული გოლიდან ხუთ წუთში შეეძლოთ, მაგრამ ალექსანდრ სოდერლანდმა კირალს ვერ აჯობა.

მეორე ნახევარში პირველი მომენტი ზემოთ ნახსენებ სოდერლანდს შეექმნა, მაგრამ ამჯერად ზემოდან გადააცილა კირალის კარს. 70-ე წუთზე უნგრელთა კარის დარაჯმა კინაღამ წყალში ჩაყარა იქამდე გაწეული შრომა, გაბორმა გამოსვლაზე დაუშვა შეცდომა (პრინციპში შესაძლოა წესებსაც არღვევდა მეტოქე, მაგრამ მსაჯმა ასე არ ჩათვალა) და რომ არა ფიოლა, რომელმაც კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, კიპერს საკუთარ კარში გაჰქონდა ბურთი. დარჩენილ დროში ნორვეგიას რეალური საგოლე მომენტი აღარ ჰქონია და მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება.

ნორვეგია – უნგრეთი 0:1 (0:1)

ოსლო, “ულევაალ შტადიონი”

ნორვეგია (4-4-2): ნილანდი, ჰოვლანდი, ფორენი, ჰოგლი, ელაბდელაუი, ტეტი, იოჰანსენი, ბერგეტი (ელიუნუსი 74), სკელბრედი (ჰელანდი 86), ჰენრიკსენი, სოდერლანდი (პედერსენი 61).
მწვრთნელი: პ.ჰოგმო

უნგრეთი (4-4-2): კირალი, გუზმიცსი, ლანგი, ფიოლა, კადარი, ელეკი, გერა, ჯუჩაკი (ლოვრენცისი 76), კლეინჰეისლერი (ნაგი 72), ნემეტი, შალაი (პრისკინი 92).
მწვრთნელი: ბ.შტორკი

გოლი: 0:1 კლეინჰეისლერი (26)
გაფრთხილებები: ტეტი, ელაბდელაუი – გერა, კადარი, გუზმიცსი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180054