ჩოგბურთი

0:24 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი ეკატერინე გორგოძის და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას წყვილი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

გორგოძე და ვასილიევა პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი, თუმცა, ნახევარფინალში რუსულ დუეტთან (ფროლოვა-იაშინა) 5:7, 4:6 წააგეს.

ცნობისთვის, ფროლოვამ და იაშინამ მეოთხედფინალში სოფო ქვაცაბაიას და უკრაინელ ვალერია სტრახოვას 6:4, 6:1 სძლიეს.

0.113455