სხვა

23:04 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძემ ქველიაშვილის თასზე პირველი ადგილი დაიკავა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონის – ნინო სალუქვაძის სახელობის ტირს ესტუმრა და პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საერთაშორისო ტურნირის – შოთა ქველიაშვილის თასის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას ქალთა და მამაკაცთა შორის 60 სპორტსმენი იღებს. ქართველი ტყვიის მსროლელებთან ერთად, მედლებისათვის ბულგარეთის, გერმანიისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და სამგზის პრიზიორმა ბულგარეთიდან მარია გროზდევამ, ასევე ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა გერმანიიდან მუნკბაიარ დორჯსურენმა. ქალთა შორის პირველი ადგილი სალუქვაძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე გროზდევა გავიდა, ხოლო მესამეზე – მუნკბაიარ დორჯსურენი.

12 ნოემბერს ქალთა შორის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ, 13 ნოემბერს გოგონები ისვრიან, 14-ში – კაცები, 15 ნოემბერს კი – ჭაბუკები. საერთაშორისო ტურნირის დახურვა და დაჯილდოება 16 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.140828