კალათბურთი

21:51 | 12.11.2015 | ნანახია 886 - ჯერ

კრის პოლის მე-7000 შედეგიანი გადაცემა

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი ნბა-ს ისტორიაში მე-15 კალათბურთელი გახდა ვინც ლიგაში 7000-ზე მეტი პასი გააკეთა.

პოლმა “დალასთან” 118:108 წაგებულ მატჩში 11 პასი შეასრულა და კარიერაში 7006 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. გამთამაშებელმა აღნიშნული შედეგის მიღწევა 706 შეხვედრაში მოახერხა.

პოლის მიზნია ტიმ ჰარდევეის 7095 პასს გადაასწროს, რასაც სავარაუდოდ ამავე სეზონში მოახერხებს.

ნბა-სისტორიაში ყველაზე მეტი 15806 შედეგიანი გადაცემა “იუტა ჯაზის” ლეგენდას ჯონ სტოკტონს აქვს გაკეთებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:30 | 12.11.2015
federer (17) (15576)

პოლი კერ საკმაოდ ახალგაზრდაა და კიდევ ბევრს გაასწრებს
სავარაუდოდ ჯეისონ კიდის შედეგს მიუახლოვდება, რაც შეეხება სტოქტონს თითქმის 9000 პასით ჩამორჩება და მინიმუმ 10 წელი უნდა ითამაშოს კიდევ, რომ ეს შედეგი გააუმჯობესოს და შეიძლება 10 წელშიც ვერ გააკეთოს 9000 პასიი

0.125284