ფეხბურთი

19:25 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოტიმ და სტროტმანმა ვარჯიში განაახლეს

როგორც "რომას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის ფეხბურთელებმა ფრანჩესკო ტოტიმ და კევინ სტროტმანმა ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით დაიწყეს. ფეხბურთელები უახლოეს პერიოდში სრულ დატვირთვაზე გადავლენ.

39 წლის ვეტერანმა ტრავმა იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ტოტიმ სამი მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჰოლანდიელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა. გასულ სათამაშო წელს კი კევინი მოედანზე 7-ჯერ გამოჩნდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139263