ფეხბურთი

16:33 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესი” ნავალოვსკის თამაშს ალბანეთში ნახავს

არნემის “ვიტესის” წარმომადგენლები 16 ნოემბერს ალბანეთი-საქართველოს ამხანაგურ მატჩს დაესწრებიან. ისინი საქმეში ნახავენ გიორგი ნავალოვსკის, რომელსაც გუნდის პოტენციურ ახალწვეულად განიხილავენ.

ნავალოვსკი ამჟამად გორის “დილაშია” და “ვიტესისგან” ინტერესზე ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. არნემელებს მარცხენა მცველის პრობლემა აქვთ და დიდი შანსია, სწორედ ნავალოვსკი წაიყვანონ.

თუ ასე მოხდება, “ვიტესში” სამი ქართველი ითამაშებს. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ხომ არნემელთა ერთ-ერთი ლიდერებიც არიან.

0.120299