ფეხბურთი

15:56 | 12.11.2015 | ნანახია 1737 - ჯერ

19-წლამდელთა მარცხიანი სტარტი

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდმა თბილისში დღეს დაწყებული ტურნირის პირველი მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უელსის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 0:3 წააგო.

უელსელებმა სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. 34-ე წუთზე ანგარიში რაის აბრუზესემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი დანიელ ჯეიმსმა და ჯორჯ ტომასმა გამოიჩინეს თავი. შესვენების შემდეგ უელსელებმა ტერიტორიული უპირატესობა ქართველებს დაუთმეს, თუმცა მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლეს.

ამავე ჯგუფში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართულ მეორე მატჩში ავსტრიამ თამაშის მიწურულს გატანილი გოლით ალბანეთი 2:1 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ უელსთან ერთად ჯგუფს ლიდერობს. მეორე ტურში 14 ნოემბერს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, საქართველოს ნაკრები კი ალბანეთს შეხვდება.

U 19. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. VIII ჯგუფი

12 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

საქართველო - უელსი 0:3 (0:3) VIDEO

საქართველო: გოშაძე, ახალაძე (46. კომახიძე), ნადარაია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი (46. გვარაძე) , მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, არაბიძე, გოშთელიანი (კ), მიქელთაძე (71. კიკნაძე)

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

უელსი: პილინგი, კოქსე, აბრუზესე, გრეჰემი, დეივისი, დ. ტომასი, გ. ტომასი (46. ტიგი), მორელი (კ), ჯეიმსი (85. ჰარისი), ბროადჰედი, ჯ. ტომასი (70. ჰამფრისი)

მთ. მწვრთნელი : დევიდ ჰიუზი

მსაჯი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)

გოლები: 0:1 აბრუზესე (34); 0:2 ჯეიმსი (45); 0:3 ჯ. ტომასი (45)

გაფრთხილება: ახალაძე (24) - ჯეიმსი (42)

ავსტრია - ალბანეთი 2:1

1. უელსი 1 1 0 0 3:0 3
2. ავსტრია 1 1 0 0 2:1 3
3. ალბანეთი 1 0 0 1 1:2 0
4. საქართველო 1 0 0 1 0:3 0

14 ნოემბერი

13:00 - ავსტრია - უელსი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - ალბანეთი - საქართველო („მიხეილ მესხი“)

17 ნოემბერი

14:00 - უელსი - ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - საქართველო - ავსტრია („მიხეილ მესხი“)


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:37 | 12.11.2015
მადრიდისტა (17021)

19 წლამდელების ასეთი სამარცხვინო თამაში პირველ რიგში ცხადაძის სინდისზეა, მის უაზრო ამოჩემებასა და ჯიუტობაზე....მერე კი მაისურაძის უპრინციპულობაზე და ფეხბურთელების უდონობაზე. ბურატინომ სწორად აღნიშნა უმეტესობას თავი სხვა პლანეტაზე ეგონათ ამ ახალ ტაქტიკაში.

17:03 | 12.11.2015
Buratino (3505)

სტადიონზე ვიყავი და 1-ლი ტაიმის მერე წამოვედი. ცალსახად უნდა ითქვას რომ ეს იყო/არის ყველაზე სუსტი 19 წლამდელთა ნაკრები რომელიც ბოლო წლებში გვყოლია! დაცვა საერთოდ არ ვარგა და მთლიანად შესაცვლელია, კაცის მოტყუება (არაბიძის გარდა) არავინ არ იცის, შორ პასებს საერთოდ ვერ და არ აკეთებენ, შორიდან დარტყმები არ იციან და სუსტი აქვთ, ხოლო ტაქტიკაზე და ფიზიკურ მომზადებაზე ლაპარაკიც ზედმეტია! აშკარად ჩანს რომ "მამიკოს ფულებით" ან "ბლატებით" არის ეს გუნდი დაკომპლექტებული. ერთადერთი ნათელი წერტილი (სხვების ფონზე) ისევ არაბიძეა რომელიც მათზე უმცროსია, მაგრამ რად გინდა?! გახსნა და მოძრაობა ამათმა არ იციან, როცა საჭიროა პასს არ იძლევიან ან აგვიანებენ და საბოლოო ჯამში არც არაბიძეს გამოსდის რაიმე. გოშთელიანის იმედიც მქონდა მაგრამ ამ თამაშით თუ შევხედავთ, მაგ ბიჭს დიდი რეგრესი აქვს! ერთი წესიერი პასი ვერ გააკეთა და ორთაბრძოლების უმეტესობა წააგო. ცალკე თემაა ნახევარდაცვისა და მცველებ-მეკარის არასინქრონიზებული მოქმედებები. მოკლედ, დღევანდელი ქართული ფეხბურთი - ერთი დიდი ჭაობია, რომელიც დასაშრობია!!!

20:38 | 12.11.2015
BEERTRANCE (97819)

რამ მოგაფიქრა იქ მისვლა საერთოდ

17:27 | 12.11.2015
Levan911 (2406)

მეორე ტაიმის ბოლოს იყო მომენტი, გოშთელიანმა იბრძOლა და ბურთი მოიპოვა ფლანგზე და შევიდა კუთხურის ხაზის გასწვრივ საჯარიმოშI საკმაოდ ღრმად, დაახლოებით 5-6 წამი გრძელდებოდა მომენტი და ამ დროის განმავლობაშI ბიჭი სრულიად მარტო იყო 6-7 მეტოქის წინააღმდეგ, 2-3 შემტევი საჯარიმოს გარეთ ოლოდა მის პასს, არავინ ფეხიც არ შედგა საჯარიმოშო და არ გაეხსნა. ასეთი სუსტიც არაა ეს ნაკრები როგორც დღეს ითამაშა. პატარაები არიან და გვინახავს ჩვენ რაერთხელ როცა ერთ თამაშს აგდებენ და მერე მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ხარისხს. ვნახოთ მე რეალისტი მეგონა თავი და ამ ბოლო დროს ფეხბურთში ოპტიმიზმი დამჩემდა

16:43 | 12.11.2015
cicerona (436)

დავასვენოთ ქვეყანა ფეხბურთისგან და ფეხბურთელებისგან არ შეიძლებაა? მინიმუმ 4 წლით

17:27 | 12.11.2015
Levan911 (2406)

და *ვერები ვიფხანოთ? როდემდე უნდა ვუყუროთ სხვის თამაშებს?

17:33 | 12.11.2015
Buratino (3505)

არა, მაგის ნაცვლად სტადიონები გადავცეთ რაგბისტებს და მერე ვიაროთ ამ სტადიონებზე

17:41 | 12.11.2015
Levan911 (2406)

ფეხბურთი გვირჩევნია უმრავლესობას რაგბს და რა ვქნათ? პირიქით კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და ფედერაციამ და ამ ისედაც ძვირ და კონკურენციით აგადატვირთულ სპორტში რა ტანხაც იდება ის მაინც მაქსიმალურად გამოიყენოს და არა ვიღაცის ბიძაშვილების 5 ათასიან ხელფასებზე.

18:13 | 12.11.2015
BEERTRANCE (97819)

კი 1 მაგას უცადე შენ და მეორე აფხაზეთის დაბრუნებას

16:15 | 12.11.2015
Levan Iadze (22)

სრული კატასტროფა ქართული ფეხბურთის

16:13 | 12.11.2015
berodaviti (4285)

რა ნეგატივია, რა უბედურებაა, რა მანდრაჟია, საღამოს ესპანეთთან რა გველის ?!

16:16 | 12.11.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ლოგიკურად 3:0

16:20 | 12.11.2015
berodaviti (4285)

მე ჩვენების U21 ნაკრების გატანაზე დავდე 100 ლარი კოეფიციენტით 2.95 პარიმატჩში როგორც კი გამოიტანეს, უკვე 2.2 ჩამოიყვანეს, მაგრამ ამაზე არაა საქმე ღირსების ამბავია ამდენი წაგება არ გამიგია

18:12 | 12.11.2015
BEERTRANCE (97819)

აწი გაიგებ

16:31 | 12.11.2015
BEERTRANCE (97819)

აწი გაიგებ

17:37 | 12.11.2015
berodaviti (4285)

ჩვენ ტელევიზორთან გვრცხვენია, მათ დავიჯერო არა ?! თუმცა გინდ დაიჯერე გინდ არა შეიცვლება რამე ?!

16:22 | 12.11.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ნეტა გავიტანოთ და მოვიგოთ კიდეც ძმაო.

16:32 | 12.11.2015
berodaviti (4285)

გაიხარე, ესპანეთთან-გერმანიასთან და ა.შ. ნაკრებებთან კარგ ბურთაობას დიდი ფასი აქვს. თბილისში წაგებული 2:5 ტაბლოზე არ ასახავდა რეალურ მოვლენებს მინდორზე

16:17 | 12.11.2015
alfadhirhaiti (7530)

ღამით გადაიტანონ და +21 დაადონ ...

16:12 | 12.11.2015
alfadhirhaiti (7530)

და მაინც, უელსთან ეს როგორ უნდა მოახერხო...

17:12 | 12.11.2015
Levan911 (2406)

აშკარად კარგი ნაკრები ყავთ. ყველა ასპექტში გვაჯობეს. ტაქტიკა-ტექნიკა და ფიზიკური მომზადება თავისთავად

17:28 | 12.11.2015
alfadhirhaiti (7530)

კარგი გაჩერდი, მაგარი დაქნეული ნაკრები ყავთ მაგათაც... მხოლოდ ფიზ მომზადება ჰქონდათ მარტო კარგი, რაც ქართულ ფეხბურთს არ აქვს საერთოდ.

16:10 | 12.11.2015
alfadhirhaiti (7530)

ახლა მაისურაძის ჯერია...

0.128373