ფეხბურთი

15:26 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ანგარიშების ჩამონათვალი

ესტონეთი-საქართველო 3:0. გუშინ “მსოფლიო სპორტმა” დაწერა ამ თამაშის მიმოხილვა და დღეს გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს დავწერთ. ესტონეთმა ისტორიაში მეცხრედ მოიგო დიდი ანგარიშით – 1992 წლიდან დღემდე სულ 8 ჰქონდა, აქედან ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხა საფეხბურთო ქვეყანასთან: ჩრდილოეთ ირლანდიასთან 4:1. დანარჩენ შემთხვევებში, უგებდნენ ლიხტენშტაინს, ანდორას, ლუქსემბურგს და ასე შემდეგ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ისტორიაში 20-ჯერ ჰქონდა განცდილი დიდი ანგარიშით მარცხი და გუშინ 21-ე იყო. დიდი ანგარიშით, ქართველებმა პირველად 1994 წელს ამხანაგურში წააგეს. ნიგერიის იმდროინდელ მართლაც ბრწყინვალე ნაკრებთან გასვლაზე – 1:5.

ქართველთა დიდი ანგარიშით წაგებული მატჩები:

1994 – ნიგერიასთან 1:5, 1995 – გერმანიასთან 1:4, 1996 – საბერძნეთთან 0:5, 1997 – პოლონეთთან 1:4, 1998 – უკრაინასთან 0:4, 1998 – საბერძნეთთან 0:3, 1999 – ნორვეგიასთან 1:4, 2001 – უნგრეთთან 1:4, 2002 – თურქეთთან 0:3, 2002 – შვეიცარიასთან 1:4, 2004 – რუმინეთთან 0:3, 2005 – თურქეთთან 2:5, 2005 – დანიასთან 1:6, 2005 – ბულგარეთთან 2:6, 2006 – საფრანგეთთან 0:3, 2008 – ჩრდ. ირლანდიასთან 1:4, 2009 – ბულგარეთთან 2:6, 2013 – ირლანდიასთან 0:4, 2014 – პოლონეთთან 0:4, 2015 – პოლონეთთან 0:4, 2015 – ესტონეთთან 0:3.

მეორე მხრივ, წინ ალბანეთთან მატჩია და არ გვსურს, ყველაფერი მუქ ფერებში დავხატოთ. ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბოდიში მოიხადა ჩაგდებული თამაშისთვის. ეს დასაფასებელია, რადგან როგორც წესი, აქამდე ბოდიში არავის ახსენდებოდა და წაგებების შემდეგ ხან რაზე მიდიოდა გადაბრალება, ხან რაზე.

0.471672