ჩოგბურთი

15:01 | 12.11.2015 | ნანახია 615 - ჯერ

მეტრეველი ანტალიის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა საწყის რაუნდში იტალიელ დანიელე კაპეჩისთან 6:4, 4:6, 6:4 იმარჯვა, მე-2 წრეში კი უკრაინელ მარატ დევიატაროვთან 5:7, 1:4 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.121214