საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში უელსთან პირველი ტაიმის შემდეგ დიდი ანგარიშით 0:3 მარცხდება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში უელსელებმა ანგარიში 34-ე წუთზე გახსნეს, თავი რაის აბრუზესემ გამოიჩინა, ტაიმის მიწურულს კი ქართველებმა კიდევ ორი გოლი გაუშვეს: დანიელ ჯეიმსმა და ჯორჯ ტომასმა თავიანთი გუნდი შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გაიყვანეს.
საქართველო: 1. გოშაძე ; 4. ახალაძე ; 5. ნადარაია ; 16. კაკიაშვილი ; 18. პაპუაშვილი ; 7. მამუჩაშვილი ; 8. ალთუნაშვილი ; 14. ბიძინაშვილი ; 3. არაბიძე ; 10. გოშთელიანი (კ) ; 11. მიქელთაძე
მთ. მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე
უელსი: 1. პილინგი ; 2. კოქსე ; 3. აბრუზესე ; 5. გრეჰემი ; 6. დეივისი ; 4. დ. ტომასი ; 7. გ. ტომასი ; 8. მორელი (კ) ; 11. ჯეიმსი ; 9. ბროადჰედი ; 10. ჯ. ტომასი
მთ. მწვრთნელი - დევიდ ჰიუზი
პირდაპირი რეპორტაჟი - http://1tv.ge/ge/live.html
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია