ჭადრაკი

1:48 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ისლანდიაში

13 ნოემბრიდან ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში სტარტს აიღებს ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებიც იასპარეზებენ.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. სათამაშო დღეებია: 13, 14, 15, 16, 17, 19, 20, 21 და 22 ნოემბერი, დასვენების დღე კი 18 ნოემბერია.

ქალთა ნაკრები:

  1. ნანა ძაგნიძე (2566)
  2. ბელა ხოტენაშვილი (2512)
  3. ნინო ბაციაშვილი (2509)
  4. ლელა ჯავახიშვილი (2479)
  5. მერი არაბიძე (2408)

მთავარი მწვრთნელი: ელიზბარ უბილავა. კაპიტანი: დავით ჯოჯუა.

საქართველოს ქალთა ნაკრების დღემდე ნაჩვენები საუკეთესო შედეგებია: I ადგილი – 1997 წ.; II ადგილი – 1992 წ.; 2005 წ.; 2009წ.; III ადგილი – 2011 წ.;

ვაჟთა ნაკრები:

  1. ბაადურ ჯობავა (2668)
  2. ლევან ფანცულაია (2567)
  3. მიხეილ მჭედლიშვილი (2618)
  4. მერაბ გაგუნაშვილი (2539)
  5. ლუკა პაიჭაძე (2573)

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ სტურუა.

ვაჟთა ნაკრების საუკეთესო შედეგი 2003 წელს მოპოვებული ბრინჯაოს გუნდური მედალია.

0.114752